მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “უნდა გავჩუმდეთ და ვიმუშაოთ”

ალეგრი: “უნდა გავჩუმდეთ და ვიმუშაოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ვერონასთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ახლა სიჩუმისა და მუშაობის დროა. მისი აზრით, მიზნებზე ფიქრს ამჟამად აზრი არ აქვს და გუნდმა მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იფიქროს.

„კარგად ვარ, დღეს ჩემი შვილის დაბადების დღეა და ამიტომ, მშვენიერი დღეა. ფეხბურთში ყოველთვის არც მოგება შეიძლება და არც წაგება. ახლა, რაც უნდა გავაკეთოთ, არის ჩუმად ყოფნა და მუშაობა. პირველი ტაიმის 43-ე და 95-ე წუთზე გოლის გაშვება არ შეიძლება, ეს არის დეტალები, რაც გავლენას ახდენს თამაშზე და განწყობაზე. კარგად უნდა ვიმუშაოთ და „ვერონასთან“ მატჩს საუკეთესო ფორმაში უნდა შევხვდეთ.

ვეთამაშებით გუნდს, რომელიც კარგად მუშაობს და აქვს მაღალი რიტმი. „ვერონა“ დიდ პატივისცემას იმსახურებს, ისევე, როგორც ყველა გუნდი. შემდეგ, სამშაბათს პირველი მიზანი გვაქვს მისაღწევი, რასაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა ჰქვია. თუ წარმატებას მივაღწევთ, მერე ჩემპიონატზე სამუშაოდ მეტი დრო გვექნება.

ფეხბურთი მშვენიერია, რადგან ყველა თამაშის შემდეგ ლაპარაკობს. თუ მოიგებ, კარგი ბიჭი ხარ, თუ წააგებ, სამწუხაროდ… თქვენ მოიფიქრეთ სიტყვა. ახლა უნდა გავხდეთ კარგი ბიჭები, ანუ უნდა მოვიგოთ რამდენიმე თამაში. „სასუოლოსთან“ ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ საბოლოოდ გარედან შედეგი ფასდება. თამაშის მხრივ, გუნდი ბოლომდე ცდილობდა თამაშის მოგებას და ბოლოს გოლი გავუშვით, რომლის თავიდან არიდება შეიძლებოდა. თუმცა, ეს ცხოვრების ნაწილია, ფეხბურთის და ყველა საქმიანობის. როდესაც ახალგაზრდა ხარ, არ გაქვს ისეთი გამოცდილება, როგორც მოთამაშეს, რომელსაც სერია A-ში 400-ჯერ უთამაშია. ამ მომენტიდან ამაზე სალაპარაკო არაფერია, მხოლოდ უნდა ვიმუშაოთ.

„იუვემ“ ახლა მიზნებზე არ უნდა იფიქროს, მხოლოდ „ვერონაზე“ ფიქრია საჭირო და ჩემპიონთა ლიგაზე, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. დანარჩენზე მერე ვიფიქრებთ. ვფიქრობ, რომ „ინტერი“ სკუდეტოს ფავორიტია, მაგრამ „მილანი“ და „ნაპოლი“ კარგად თამაშობენ და ყველაფერი აქვთ, რომ ჩემპიონები გახდნენ. ჩვენ კი მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ.

რონალდუ? ვფიქრობ, კიელინიმ სწორად თქვა. ჩემთვის დიდი პატივი იყო რონალდუს გაწვრთნა, ცხადია, რომ სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე სამი დღით ადრე მისი ჩანაცვლება ადვილი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა კინის ტრანსფერში იყოჩაღა.

სუპერლიგა? პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, რა არის გასაკეთებელი. მიმაჩნია, რომ ფეხბურთის და ხარისხის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული.

„ვერონასთან“ ბერნარდესკი უნდა დაბრუნდეს. მხრის ტკივილი ჰქონდა და შევხედავთ მატჩის დღეს როგორ იქნება. დე შილიო და კინი ვერ ითამაშებენ. „ვერონამ“ მწვრთნელის შეცვლის შემდეგ განსხვავებულად თამაში დაიწყო. ისინი აგრესიულად და მთელ მოედანზე ერთი-ერთზე თამაშობენ. ტუდორმა გუნდს თავისი ანაბეჭდი დაატყო და გააგრძელა ის, რასაც იურიჩი ბოლო წლებში კარგად აკეთებდა. ეს აგრესიული, ტექნიკური გუნდია, რომელსაც კარგი ფეხბურთელები ჰყავს“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „ვერონასა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 30 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …