მთავარი / სიახლეები / მარკიზიო “იუვეს” წაგებას გამოეხმაურა: “ახლა ერთად უნდა ვიყოთ, ვიდრე ოდესმე”

მარკიზიო “იუვეს” წაგებას გამოეხმაურა: “ახლა ერთად უნდა ვიყოთ, ვიდრე ოდესმე”

„იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი კლაუდიო მარკიზიო მორიგ წარუმატებელ მატჩს გამოეხმაურა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, გუნდს გულშემატკივრების მხარდაჭერა ახლა სჭირდება.

„რთული მომენტია. ბევრი პრობლემაა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ინდივიდუალური ხარისხის პრობლემა. გუნდს აკლია რიტმი, ინტენსივობა და სისასტიკე, ისევე, როგორც სათამაშო იდეა. თუმცა, ჩვენ გულშემატკივრები ყოველთვის გუნდთან ახლოს უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით ახლა. გაერთიანებული უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე“, – დაწერა მარკიზიომ ტვიტერში.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 11 ტურში მხოლოდ 15 ქულა აქვს და სეზონი კატასტროფულად დაიწყო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …