მთავარი / სიახლეები / ვლაჰოვიჩი: “მხოლოდ თამაშზე ვფიქრობ, სხვა არაფერი მაინტერესებს”

ვლაჰოვიჩი: “მხოლოდ თამაშზე ვფიქრობ, სხვა არაფერი მაინტერესებს”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა „სასუოლოსთან“ მატჩის (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც სერბმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ის მხოლოდ ფეხბურთის თამაშზე ფიქრობს და მისთვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ ნახევარფინალში მეტოქე „ფიორენტინა“ იქნება.

„ბედნიერი ვარ. ჯერ მხოლოდ დასაწყისია, დრო კიდევ მჭირდება ჩემს თანაგუნდელებსა და მწვრთნელთან ინტეგრაციისთვის, მაგრამ, როგორც აქამდეც ვთქვი, ჩემთვის დიდი პატივია ამ გუნდში თამაში და თანაგუნდელების დახმარება.

დიბალას და მორატას ფანტასტიკურად ვუგებ. ისინი დიდი ჩემპიონები არიან, რომლებმაც თავიანთ კარიერაში ბევრი ტიტული მოიგეს. მე ჯერ ახალგაზრდა ვარ და უნდა ვეცადო, რომ მათ შედეგებს მივაღწიო.

ნახევარფინალში „ფიორენტინასთან“ თამაში? მე მხოლოდ თამაშსა და გამარჯვებაზე ვფიქრობ. სხვა დანარჩენი არ მაინტერესებს. უბრალოდ ფეხბურთის თამაში მინდა, სხვა რამეებზე ფიქრის გარეშე“, – თქვა ვლაჰოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის თასის ნახევარფინალში „ფიორენტინას“ 2 მარტს სტუმრად, 20 აპრილს კი შინ დაუპირისპირდება. მომდევნო შეხვედრას მასიმილიანო ალეგრის გუნდი 13 თებერვალს, ბერგამოში, „ატალანტასთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …