მთავარი / სიახლეები / “იუვე” – “სასუოლო”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “სასუოლო”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის თასის მეოთხედფინალში „სასუოლო“ 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ფლორენციის „ფიორენტინას“ შეხვდება. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

პერინი 6.5 – რეაქტიული იყო კირიაკოპულოსის სახიფათო დარტყმაზე, ასევე კარგად მოიგერია ბერარდის დარტყა, ვერაფერს გააკეთებდა ტრაორეს გოლის მომენტში.

დე შილიო 5.5 – მისი მხრიდან „სასუოლო“ სახიფათო იყო.

მორატა 6 – შემოდის და გუნდი გააცოცხლა, მაგრამ ერთი ძალიან რეალური მომენტი გაანიავა.

ბონუჩი 5.5 – ფორმაში შესვლას გარკვეული დრო სჭირდება, ის ვერ ინძრევა და მხოლოდ უყურებს ტრაორეს, როცა მან ანგარიში გაათანაბრა.

დე ლიხტი 6.5 – გიგანტური იყო, ბურთითაც ელეგანტურად გამოიყურებოდა, მაგრამ 100%-იანი მომენტი ვერ გამოიყენა.

ალექს სანდრო 6 – კარგად იწყებს და კარგად თამაშობს. რამდენიმე შეცდომა ჰქონდა, მაგრამ ერთ-ერთი პოზიტივი იყო ამ თამაშიდან.

ზაკარია 6 – თავისი თვისებებით, რომელსაც მთელ მოედანზე იყენებს, შეუძლია „იუვეს“ ფანების გული მალე მოიგოს.

ლოკატელი 6.5 – მისი მოედანზე შესვლით „იუვეს“ თამაშის ტემპი გაიზარდა.

არტური 5.5 – ვერასდროს იგონებს რაიმე სახიფათოს.

რაბიო 6 – შეეძლო გოლი გაეტანა და ნორმალური თამაში ჩაატარა.

კუადრადო 5.5 – თუ „სასუოლო“ მარცხენა ფლანგზე აქტიურობდა, ეს მისი ბრალიცაა.

დიბალა 7 – პირველივე მომენტი გოლად აქცია. მატჩის ბოლოს დაიღალა, მაგრამ ვლაჰოვიჩის გადამწყვეტი შეტევა მან დაიწყო.

მაკკენი 6.5 – „მეძალაც“ იყო, მარცხენა ნახევარმცველის, ორჯერ ახლოს გახლდათ გოლთან, ხელი ერთხელ ძელმა და მეორედ პეგოლომ შეუშალა.

ვლაჰოვიჩი 7 – „სასუოლოს“ მცველებს შორის მარტო იბრძოდა, ყოველთვის უტევდა სიღრმეში, შესანიშნავი შანსიც ჰქონდა, მაგრამ გოლი არ ჩანდა. მეორე ტაიმში შეცდომები დაუშვა, მაგრამ შემდეგ გადამწყვეტი გოლი გაიტანა, რომელიც ავტოგოლად ჩაითვალა.

კაიო ჟორჟე შ.გ – ბრაზილიელმა მხოლოდ რამდენიმე წუთი ითამაშა.

ალეგრი 6.5 – მოიგო შემტევი სამეულით, მაშასადამე, სითამამით. უცნაურია?

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის თასის ნახევარფინალში „ფიორენტინას“ 2 მარტს სტუმრად, 20 აპრილს კი შინ დაუპირისპირდება. მომდევნო შეხვედრას მასიმილიანო ალეგრის გუნდი 13 თებერვალს, ბერგამოში, „ატალანტასთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …