მთავარი / სიახლეები / ნედვედი: “ტრანსფერები? ეს კლუბის ხელმძღვანელობის ნათელი მესიჯია”

ნედვედი: “ტრანსფერები? ეს კლუბის ხელმძღვანელობის ნათელი მესიჯია”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა და სატრანსფერო კამპანია შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან ეს ნათელი მესიჯი იყო.

„ჩვენი ამბიციები არ იცვლება, კლუბის ხელმძღვანელობამ ნათელი მინიშნება გააკეთა. თითქმის ვასრულებთ ჩვენს მიზნებს: იტალიის თასზე ვთამაშობთ და ჩემპიონთა ლიგაზეც, მხოლოდ სერია A-ში ჩამოვრჩებით ლიდერებს.

ბევრ ფეხბურთელს ეწურება კონტრაქტი, ძალიან მოგვწონს შემტევი სამეული (მორატა, დიბალა, ვლაჰოვიჩი) და თუ ასე გააგრძელებენ, ძალიან რთული იქნება მათი ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება. თუმცა, მწვრთბელს აქვს გარკვეული ცვლილებების გაკეთების შესაძლებლობა.

ზაკარია კარგი შენაძენია, ფანტასტიკური სატრანსფერო ბაზარი გვქონდა. მას შეუძლია ნახევარდაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე თამაში, როგორც „მეძალას“ პოზიციაზე, ისე ორკაციან ცენტრში. იცის შეტევაშიც ჩართვაც და ბურთის წართმევაც.

კლუბის ხელმძღვანელობის მესიჯი ძალიან მკაფიო იყო, მათ გამოთქვეს სურვილი გუნდი იანვარშივე გაეძლიერებინათ და ახლა ზაფხულისთვის დავგეგმავთ სატრანსფერო პოლიტიკას“, – თქვა ნედვედმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის თასის ნახევარფინალში „ფიორენტინას“ 2 მარტს სტუმრად, 20 აპრილს კი შინ დაუპირისპირდება. მომდევნო შეხვედრას მასიმილიანო ალეგრის გუნდი 13 თებერვალს, ბერგამოში, „ატალანტასთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …