მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “ვლაჰოვიჩს ისეთი თვისებები აქვს, რაც გვაკლდა”

ალეგრი: “ვლაჰოვიჩს ისეთი თვისებები აქვს, რაც გვაკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გუნდმა მეორე ტაიმში უკეთ ითამაშა და კმაყოფილება გამოთქვა დუშან ვლაჰოვიჩისა და დენის ზეკირიას ტრანსფერებით.

„ვლაჰოვიჩი? კმაყოფილი ვართ მისი და ზაკარიას შეძენით, ორივე შესანიშნავი ფეხბურთელია, რომლებიც კარგად შეეწყვნენ გუნდს და კარგ ფორმაში არიან. ვლაჰოვიჩი ისეთი თვისებების ფეხბურთელია, რომელიც გუნდში მანამდე არ გვქონა, ამიტომ მოხარული ვართ, რომ ის გვყავს. თუმცა, უნდა მოუმატოს, რადგან უფრო სუფთად უნდა ითამაშოს, სიღრმიდან უკეთ უნდა შეუტიოს, მაგრამ ეს ნებისმიერ ფეხბურთელების გაუმჯობესების ნაწილია.

დამატებითი დროის რისკი? იყო მომენტი, როცა ამაზე ვფიქრობდი, რადგან თამაში პრაქტიკულად დასრულებული იყო, მაგრამ გოლის მომენტში გაგვიმართლა. მეორე ტაიმში ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, პირველ ტაიმში კი გოლმა თამაშიდან გამოგვიყვანა და ჩაგვეძინა. მეორე ნახევარში უკეთესად ვითამაშეთ.

მორატა, როგორც მანჯუკიჩი? ალვარო ყოველთვის ამ პოზიციაზე თამაშობდა. ის კარგად ჩაერთო თამაშში და ბედნიერი ვარ, რადგან მორატა უფრო და უფრო უმატებს და პოულობს თავის პოზიციას. მეორე ტაიმში ყველამ უკეთესად ითამაშა, მეტჯერ დავარტყით. აგრესიულები ვიყავით და თამაში სხვაგვარად წარიმართა.

სკუდეტო? პოტენციურად „ინტერს“ 11 ქულით ჩამოვრჩებით, 7-ით „მილანსა“ და „ნაპოლის“. ჩვენი მთავარი მიზანი ახლა „ატალანტასთან“ ბრძოლის მოგებაა და კვირას მზად უნდა ვიყოთ. ბერგამოელებთან დაპირისპირება სეზონის ბოლომდე მოგვიწევს, დანარჩენი სამი გუნდი ჩვენთვის მიუწვდომელია“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის თასის ნახევარფინალში „ფიორენტინას“ 2 მარტს სტუმრად, 20 აპრილს კი შინ დაუპირისპირდება. მომდევნო შეხვედრას მასიმილიანო ალეგრის გუნდი 13 თებერვალს, ბერგამოში, „ატალანტასთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …