მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” იტალიის თასის ნახევარფინალშია

“იუვენტუსი” იტალიის თასის ნახევარფინალშია

ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის თასის ნახევარფინალშია. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მეოთხედფინალში „სასუოლო“ რთულ და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

„იუვემ“ მატჩი სწრაფი გოლით დაიწყო. მესამე წუთზე ანგარიში პაულო დიბალამ გახსნა, მაგრამ ამის შემდეგ დაახლოებით 25 წუთი „სასუოლომ“ ტურინული გრანდი აშკარად დაჯაბნა და რამდენჯერმე მატია პერინმა იხსნა გუნდი. თუმცა, იტალიელმა მეკარემ ვერაფერი გააწყო 24-ე წუთზე, როცა ჟუნიორ ტრაორემ გაათანაბრა. გაშვებულმა გოლმა „იუვეზე“ კარგად იმოქმედა და პირველივე ტაიმში შეეძლო წინ გასვლა, მაგრამ ჯერ ვესტონ მაკკენის და მერე დუშან ვლაჰოვიჩს ჯანლუკა პეგოლომ აჯობა.

„საუოლოს“ მეკარე მეორე ტაიმში სულაც ბრწყინავდა. მან მატიას დე ლიხტის, ადრიენ რაბიოს, ვესტონ მაკკენის, ალვარო მორატას რთული დარტყმები უკუაგდო, ხოლო იმავე მაკკენიმ და დე ლიხტმა ბურთი ორჯერ ძელსაც მოარტყეს, ერთხელ ლეონარდო ბონუჩიმ ცარიელ კარში ვერ შეაგდო.

88-ე წუთზე კი ყველაფერი ვლაჰოვიჩმა გადაწყვიტა, რომელმაც თითქოს უიმედო სიტუაციაში მცველს აჯობა და დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, დაარტყა, ბურთის ტრესოლდის მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

„იუვენტუსი“ იტალიის თასის ნახევარფინალში, რომელიც უკვე ორრაუნდიანი, ფლორენციის „ფიორენტინას“ შეხვდება (პირველი თამაში ფლორენციაში 2 მარტს, საპასუხო ტურინში 20 აპრილს), ხოლო უახლოეს მატჩს 13 თებერვალს, სტუმრად ბერგამოს „ატალანტასთან“ გამართავს.

„იუვენტუსი“ – „სასუოლო“ 2:1 (1:1)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-4-2): პერინი; დე შილიო (მორატა 61), დე ლიხტი, ბონუჩი, ალექს სანდრო; კუადრადო, ზაკარია (ლოკატელი 61), არტური (რაბიო 70), მაკკენი; დიბალა, ვლაჰოვიჩი (კაიო ჟორჟე 90)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„სასუოლო“ (4-2-3-1): პეგოლო; რუანი, აიჰანი (მულდური 46), ფერარი, კირიკოპულოსი; ჰარაუი (ფრატეზი 74), ლოპესი (სეიდე 90); ბერარდი (დეფრელი 59), რასპადორი, ტრაორე (მათეუს ენრიკე 60); სკამაკა

მწვრთნელი: ალესიო დიონისი

გოლები: 1:0 დიბალა (3), 1:1 ტრაორე (24), 2:1 ტრესოლდი (88, ა.გ)

გაფრთხილება: ტრაორე (58), მათეუს ენრიკე (69)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (10) – 16 (6) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 6:6 თამაშგარე: 6:0

მსაჯი: ლუკა მარინელი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …