მთავარი / სიახლეები / სერია A / “ემპოლი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“ემპოლი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 27-ე ტურში სტუმრად „ემპოლი“ დუშან ვლაჰოვიჩის დუბლითა და მოიზე კინის გოლით 3:2 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

შჩესნი 5.5 – მისთვის განსაკუთრებული მომენტია, როცა თამაში იწყება, შეუძლია ყველაფრისგან იზოლირება. „ემპოლის“ მეორე გოლში მისი პასუხისმგებლობაცაა.

დანილო 5.5 – ისევ ლიდერია, მაგრამ პირველ გოლში მისი ბრალიც არის.

ბონუჩი 5.5 – ზურკოვსკის გოლში მისი დანაშაულიცაა, ნაწუოლობრივ ეს გამოისყიდა მეორე ტაიმში, როცა ბაირამის დარტყმას კარის ხაზზე გადაეღობა.

დე ლიხტი 6 – მიუხედავად იმისა, რომ „ემპოლიმ“ ორი გოლი გაიტანა, მხოლოდ მცირე შეცდომები ჰქონდა.

პელეგრინი 6 – შეტევაშიც ჩართვასაც ცდილობდა და დაცვაშიც არაფერი დაუშავებია.

კუადრადო 6.5 – ბევრი შეცდომა დაუშვა, ცუდ ფორმაში ყოფნა აშკარაა, მაგრამ მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ვლაჰოვიჩის გოლში პასით და საკვანძო მომენტებშიც კარგი იყო.

ზაკარია 5.5 – დასაწყისშივე მეკარეს პირისპირ ვერ აჯობა, მერე კი მანაც ტრავმა მიიღო.

ლოკატელი 6 – ორმაგი რეჯისტას პოზიციაზე ითამაშა. არ არის ისეთი კარგი, როგორც სეზონის დასაწყისში, მაგრამ ახერხებს გამარჯვებაში თავისი წვლილის შეტანას.

არტური 6 – კარგი თამაში ჰქონდა, მაგრამ ბოლოს დაღლა დაეტყო.

რაბიო 6 – კინს საგოლე პასი გაუკეთა, მესამე საგოლე შეტევა დაიწყო, მაგრამ ბევრი არაზუსტი პასიც ჰქონდა.

ვლაჰოვიჩი 8 – აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს „ემპოლის“ დაცვის წინააღმდეგ. კიდევ რომ ჰქონდა შანსი, ალბათ კიდევ გაიტანდა. მშვენიერი იყო პირველი გოლი გაიტანა, მეორედ კი მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. მატჩის ბოლოს მოპოვებული ჯარიმა და მისი ემოცია უფრო მეტად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად სრულყოფილია „იუვესთვის“.

კინი 7 – ამჯერად შესაძლებლობა, რომელიც ალეგრიმ მისცა, გამოიყენა. შეცვლის მომენტი ყველაზე მეტყყველებს. ბევრი იმოძრავა და გოლით დაჯილდოვდა.

მორატა 6.5 – ვლაჰოვიჩის სწორი პასი კარგ დროს გაუკეთა.

ალეგრი 6.5 – შემადგენლობის მხრივ, რაც შეეძლო ის გააკეთა, ახლა ზაკარიაც გამოაკლდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …