მთავარი / სიახლეები / სერია A / ვლაჰოვიჩი: “ასეთ წნეხს შეჩვეული არ ვიყავი”

ვლაჰოვიჩი: “ასეთ წნეხს შეჩვეული არ ვიყავი”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა „ემპოლისთან“ მატჩის (3:2) შემდეგ, რომელშიც დუბლი შეასრულა, კომენტარი გააკეთა.

როგორც სერბმა ფეხბურთელმა აღნიშნა, „იუვეში“ სხვა წნეხია, მაგრამ სიმშვიდით ყველაფერს დაძლევს. მან მადლობა გადაუხადა თანაგუნდელებსა და მწვრთნელს, ასევე გამოეხმაურა უკრაინაში ომს.

„ეს ქულები ძალიან ფასეულია, რადგან ბოლო ორი მატჩი ფრედ ვითამაშეთ. დღეს მოგება უმნიშვნელოვანესი იყო, ბედნიერები ვართ და ახლა მომდევნო მატჩებზე ვიფიქრებთ. „იუვენტუსი“ ჩემს მხრებზე არაა, გუნდის გარეშე ერთი ადამიანი ვერასდროს ვერაფერს იზამს. თუ კომპაქტურად ვითამაშებთ, შეგვიძლია დიდ შედეგებს მივაღწიოთ.

ასეთ წნეხს მიჩვეული არ ვიყავი, მაგრამ სწორი გონებით და სიმშვიდით, მგონია, რომ ყველაფერს შევძლებ. ჩემი თანაგუნდელები და მწვრთნელი ძალიან მეხმარებიან და კიდევ ერთხელ მათ მადლობას ვუხდი. იმედია, ასე გავაგრძელებთ.

სკუდეტო? მოდით, თამაშიდან თამაშამდე ვიფიქროთ და მერე ვნახოთ რა იქნება. „ფიორენტინასთან“ მატჩი? შერეული გრძნობები მაქვს. მადლობას ვუხდი „ვიოლას“ ფანებს, რაც მომცეს. მშვენიერი წლები გავატარე ფლორენციაში და ისინი ყოველთვის ჩემი ნაწილი იქნებიან. აქვე მინდა ვთქვა: არა ომს, ჩვენ მშვიდობა გვინდა“, – თქვა ვლაჰოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ დუშან ვლაჰოვიჩმა „იუვენტუსში“ 5 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი აქვს გატანილი, კიდევ ერთი გოლი კი, რომელშიც მან უდიდესი წვლილი შეიტანა, ავტოგოლად ჩაითვალა („სასუოლოსთან“).

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …