მთავარი / სიახლეები / ნედვედი: “იმედი მაქვს, ჩეხეთი რუსეთთან თამაშზე უარს იტყვის”

ნედვედი: “იმედი მაქვს, ჩეხეთი რუსეთთან თამაშზე უარს იტყვის”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა უკრაინაში მიმდინარე ომზე კომენტარი გააკეთა.

მან თქვა, რომ არავინ იმსახურებს ტანჯვას და ახლა ფეხბურთზე ფიქრი რთულია.

„დღეს ფეხბურთზე საუბარი მიჭირს, რაც უკრაინაში ხდება, იმას ძლიერი გავლენა აქვს. აღმოსავლეთიდან ვარ, იქ გავიზარდე. არავინ იმსახურებს ტანჯვას, არავინ იმსახურებს ომს, ეს არავის უნდა. ბოდიშს გიხდით, რთულია, მაგრამ თქვენს კითხვებს ვუპასუხებ.

შჩესნის პოსტი? ამაზე ბევრი ვისაუბრეთ და ვიზიარებ მის აზრს. მშვენივრად მესმის. როცა, ეს სიტუაცია პირადად შენ გეხება, რთულია. მწვრთნელმა სთხოვა ეთამაშა და ითამაშა. მესმის სირთულეები, ფეხბურთზე ფიქრი, ახლა რთულია. ველოდები, რომ ჩემი ეროვნული ნაკრები (ჩეხეთი), რომელიც ასევე ეთამაშება რუსეთს, იგივე ნაბიჯს გადადგამს, რაც პოლონეთმა და შვედეთმა გადადგეს. არ ვიცი, რას ელოდებიან, ჩეხებიც ასე უნდა მოიქცნენ“, – თქვა ნედვედმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …