მთავარი / სიახლეები / დი ლივიო: “დიბალას გაშვება მხოლოდ ფულს არ უკავშირდება”

დი ლივიო: “დიბალას გაშვება მხოლოდ ფულს არ უკავშირდება”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ანჯელო დი ლივიომ პაულო დიბალასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, არგენტინელ ფეხბურთელთან თანამშრომლობის გაწყვეტა მხოლოდ ეკონომიკურ საკითხს არ უკავშირდება და ალბათ უფრო დიდი გავლენა ტრავმებმა იქონია.

„ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მინდა გავიგო საიდან გაჩნდა ხელმძღვანელობის ეჭვები. ვფიქრობ, ეს არ არის წმინდა ეკონომიკური საკითხი, ვერ ვიქნები დარწმუნებული, მაგრამ გონია, რომ ყველაზე დიდი გაურკვევლობა ტრავმის ფაქტორს უკავშირდება“, – თქვა დი ლივიომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …