მთავარი / სიახლეები / ბერგომი: “დიბალა ჩემთვის “იუვეა”, სხვა იტალიურ გუნდში ძნელად წარმომიდგენია”

ბერგომი: “დიბალა ჩემთვის “იუვეა”, სხვა იტალიურ გუნდში ძნელად წარმომიდგენია”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯუზეპე ბერგომიმ პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, არგენტინელი მისთვის „იუვესთან“ ასოცირდება და სხვა იტალიურ გუნდში მისი თამაში ძნელად წარმოუდგენია.

„ინტერში“ დიბალას ფუნქციონალურად ვერ ვხედავ. მისი პოზიცია მეორე თავდამსხმელია, მაგრამ სჭირდება განსხვავებული სტილის მეწყვილე, ვიდრე ჯეკოა. „ინტერი“ ფლანგებიდან უტევს, რაც დიბალას სტილში არ ჯდება. რა თქმა უნდა, 3-5-2-ში შეუძლია მეორე თავდამსხმელად თამაში, მაგრამ დღეს ის „ინტერის“ შემადგენლობაში პრობლემებს გადააწყდება.

მე მაინც ვფიქრობ, რომ დიბალა უბრალოდ „იუვესთან“ ასოცირდება, სხვა იტალიურ გუნდში ძნელად წარმომიდგენია. მართალია, ტურინში მხოლოდ 7 წელი იყო და 7 წლით კლუბის დროშა ვერ გახდები, მაგრამ ჩემთვის დიბალა „იუვეა“. ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე დასრულდა, ისევე, როგორც ვწუხვარ, როგორც დონარუმა-„მილანის“ ისტორია დასრულდა, ან ინსინიეს „ნაპოლიში“ წასვლის გამო. როგორ შევაფასებ დიბალას ისტორიას „იუვეში“? 7.5 ან 8 ქულით.

დიბალა უკეთ წარმომიდგენია „მილანში“, ვიდრე „ინტერში“. „მილანი“ თამაშობს ორი საყრდენით, რომელთა წინ ხან ბრაჰიმ დიასია, ხან კესი ფლეიმეიქერის პოზიციაზე. „მილანს“ დიბალა კარგად შეეფერება, ფუნქციონალური იქნება. ასევე, იდეალურად ითამაშებს „ნაპოლიში“ ოსიმენის უკან. „უდინეზესთან“ ვნახეთ, რომ როცა მის უკან მერტენსმა ითამაშა, ნიგერიელი შეუჩერებელი გახდა და დუბლი შეასრულა. მიყვარს მერტენსი, მაგრამ დიბალა ამ პოზიციაზე იდეალური იქნებოდა.

დიბალასთვის იდეალური მწვრთნელი გვარდიოლაა. ის ყოველთვის იყენებს ასეთ ნიჭიერ ფეხბურთელებს. ჩავის „ბარსელონაში“? ის თამაშობს სამი ნახევარმცველით, მარჯვენა ფლანგზე კი სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს, დემბელე ან ადამა ტრაორე, ამიტომ, ალბათ ესპანეთშიც გაუჭირდება თავისი თავის პოვნა“, – თქვა ბერგომიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …