მთავარი / სიახლეები / კონტე: “იუვეში” წარმატების მიღწევაში დელ პიერო, ბუფონი და პირლო დამეხმარნენ”

კონტე: “იუვეში” წარმატების მიღწევაში დელ პიერო, ბუფონი და პირლო დამეხმარნენ”

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე იტალიის მწვრთნელთა დიდების დარბაზში შეიყვანეს. არიგო საკის, ჯოვანი ტრაპატონის, მარჩელო ლიპისა და რობერტო მანჩინის შემდეგ ის მეხუთე მწვრთნელია, რომელსაც ასეთი პატივი ხვდა წილად.

კონტემ ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, მადლობა გადაუხადა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას დაფასებისთვის და ანდრეა პირლოსა და „იუვეზეც“ გააკეთა კომენტარი:

„პირლო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ადამიანებს შორისაა ფეხბურთის სამყაროში, რომელთანაც ურთიერთობა ახლაც მაქვს, თან ოჯახით. ის განსაკუთრებული ადამიანია. სასიამოვნო იყო მისი მწვრთნელობა, როცა ყველას ეგონა, რომ მისი კარიერა დასრულებულები გახლდათ, როცა „მილანი“ დატოვა. ის იყო ერთ-ერთი, ვინც ყველაზე მეტად დამეხმარა ბუფონთან და დელ პიეროსთან ერთად „იუვეში“ გუნდური სულისკვეთების ჩამოყალიბებაში. ისინი გაუძღვნენ ახალგაზრდა ბიჭებს, რითაც პირველი სკუდეტო მოიგეს და „იუვენტუსში“ გამარჯვებების ციკლი გახსნეს“, – თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე „იუვენტუსს“ 2011-2014 წლებში ავარჯიშებდა, ხოლო 1991-2004 წლებში ტურინულ კლუბში თამაშობდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …