მთავარი / სიახლეები / მატუიდი: “გაკვირვებული ვარ, დიბალას შეცვლა რთული იქნება”

მატუიდი: “გაკვირვებული ვარ, დიბალას შეცვლა რთული იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ბლეზ მატუიდიმ Gazzetta Dello Sport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც თავის ყოფილ კლუბზე ისაუბრა.

გარდა ამისა, ფრანგი ნახევარმცველი პაულო დიბალას გუნდიდან გაშვებას გამოეხმაურა და თქვა, რომ „იუვეს“ გადაწყვეტილებით გაკვირვებულია, რადგან დიბალას შეცვლა ძნელი იქნება.

„იუვეში“ სამი მშვენიერი წელი გავატარე, ფანტასტიკური მოგონებები მაკავშირებს სამივე ჩემპიონობაზე, ჩემს თანაგუნდელებზე, გულშემატკივრებზე. გამიმართლა, რომ უმაღლესი დონის გუნდში ვითამაშე და ამით ვამაყობ. თუმცა, ცვლილების დრო იყო და ამას კოვიდის წყალობით მივხვდი.

დიბალა დიდებული პიროვნება და შესანიშნავი ფეხბურთელია. ძალიან გაკვირვებული ვარ, რადგან ვფიქრობ, რომ „იუვესთვის“ ადვილი არ იქნება მისი შეცვლა და ასეთი დონის სხვა ფეხბურთელის პოვნა. მან ფანტასტიკური რაღაცები გააკეთა, გულშემატკივრებს უუყვართ და ვერასდროს დაივიწყებენ. დარწმუნებული ვარ, ის იპოვის კლუბს, რომელიც მას საშუალებას მისცემს განაგრძოს ზრდა და კარგი თამაში. ერთადერთი ახსნა ის არის, რომ „იუვენტუსმა“ გუნდის განახლება გადაწყვიტა. ვიცი, რომ ძნელია ამის მიღება, მაგრამ ასეთ სიტუაციებში საჭიროა გვერდის გადაშლა.

ალეგრიზე უკეთ „იუვეს“ არავინ იცნობს, არ არსებობს უკეთესი ადამიანი, რომელსაც ახალი ციკლის გახსნა შეუძლია. თუმცა, ამას დრო სჭირდება. ალეგრი ძალიან კარგია, მაგრამ მას ჯადოსნური ჯოხი არ აქვს. აშენებას დრო სჭირდება.

ვფიქრობ, რომ „იუვენტუსს“ ჯერ კიდევ შეუძლია სკუდეტოსთვის ბრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ გარდამავალ პერიოდში არიან. მათ ქამბექის გამოცდილებაც აქვთ, როგორც ეს წარსულში მოხდა, სანამ მე გუნდში მოვიდოდი. ისინი მენტალურად ძლიერები არიან და შემთხვევითი არ არის, რომ კლუბის დევიზი ბოლომდე ბრძოლაა. ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა დაუმსახურებელი იყო, გუნდს ცოტა გამოცდილება დააკლდა“, – თქვა მატუიდიმ.

შეგახსენებთ, რომ ბლეზ მატუიდი „იუვენტუსში“ 2017-2020 წლებში თამაშობდა და 133 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …