მთავარი / სიახლეები / სერია A / დიბალა: “თითოეული ფეხბურთელი უნდა დავფიქრდეთ, ეს მაისური პატივისცემას იმსახურებს”

დიბალა: “თითოეული ფეხბურთელი უნდა დავფიქრდეთ, ეს მაისური პატივისცემას იმსახურებს”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ „ვერონასთან“ (1:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც არგენტინელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ეს მაისური მეტ პატივისცემას იმსახურებს და ყველა მოთამაშე უნდა დაფიქრდეს.

„ვერონამ“ ორი გოლი სწრაფად გაიტანა, მაგრამ მართალია – ისინი ჩვენზე ფხიზლად იყვნენ და ბევრი ორთაბრძოლა მოიგეს. შემდეგ ვეცადეთ გატანას, მაგრამ არ შეიძლება მეტოქეს ერთი ტაიმი ასე ვაჩუქოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ „იუვე“ ვართ, პატივი უნდა ვცეთ მაისურს, მის ისტორიას და დიდ ჩემპიონებს, რომლებსაც ეს მაისური ეცვათ.

როგორ გამოვალთ ამ მომენტიდან? ერთად უნდა ვიყოთ. თითოეული ჩვენგანი ამაღამ ძილის წინ უნდა იფიქროს დღევანდელ თამაშზე და იმაზე, თუ როგორ უნდა გავიღოთ მეტი, ვიყოთ თავდამბლები და დაუყოვნებლივ სამშაბათის თამაშზე ვიფიქროთ. „იუვეში“ თუ თამაშობ, არ უნდა გეშინოდეს“, – თქვა დიბალამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 11 ტურის შემდეგ მხოლოდ 15 ქულა აქვს და ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი მომდევნო მატჩს სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე „ზენიტთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …