მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “იმ დონის გუნდი ვართ, სადაც სატურნირო ცხრილში ვიმყოფებით”

ალეგრი: “იმ დონის გუნდი ვართ, სადაც სატურნირო ცხრილში ვიმყოფებით”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ვერონასთან“ (1:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, გუნდმა უბრალოდ უნდა იმუშაოს და ლაპარაკს აზრი აღარ აქვს.

„იყო ფეხბურთელებთან საუბარი, მაგრამ სიტყვებს აზრი არ აქვს. ჩვენ უბრალოდ უნდა ვიმუშაოთ. სატურნირო ცხრილში ცუდ მდგომაროებაში ვართ, მხოლოდ 15 ქულა გვაქვს და ამიტომ, პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და რეალობას თვალი გავუსწოროთ – ახლა ჩვენ საშუალო სატურნირო ცხრილის გუნდი ვართ, რადგან იქ ვიმყოფებით. ხარისხი არის, პირველი ტაიმი ძალიან ცუდი იყო. რაღაცნაირად გამოვალთ ამ ვითარებიდან, საბედნიეროდ სამშაბათს მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს ჩემპიონთა ლიგაზე, რომ მომდევნო ეტაპის საგზური მოვიპოვოთ. ახლა ტირილს აზრი არ აქვს, მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რა უნდა გავაკეთოთ და ასე საქმე დალაგდება.

ჩვენ გვეგონა, რომ „სასუოლოსა“ და „ვერონაზე“ უკეთესი გუნდი ვიყავით, მაგრამ ფაქტია, ახლა არ ვართ. ვფიქრობ, ამ წაგებით ჩემპიონობის შანსი საბოლოოდ დავკარგეთ, ახლა უბრალოდ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ.

არიან ფეხბურთელები, რომლებიც დაღლილები არიან და ჩემი გადასაწყვეტია ვინ გავა მოედანზე. ადრე განსხვავებული დამოკიდებულება გვქონდა, ვიდრე ახლა გვაქვს. ფეხბურთში ზოგჯერ ისე არ მიდის ყველაფერი, როგორც გინდა“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 11 ტურის შემდეგ მხოლოდ 15 ქულა აქვს და ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი მომდევნო მატჩს სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე „ზენიტთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …