მთავარი / სიახლეები / დიბალას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა

დიბალას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა პაულო დიბალამ სანაკრებო პაუზის შემდეგ J Medical-ში სამედიცინო შემოწმება გაიარა.

28 წლის თავდამსხმელს კუნთის დაზიანება არ აღმოჩნდა, ხოლო გულშემატკივრებთან სელფების გადაღების დროს მან ფანებს მიმართა – „კარგად ვარ“.

ჯერჯერობით, მაინც უცნობია ითამაშებს თუ არა, ის რომის „ლაციოსთან“ 20 ნოემბერს გასამართ შეხვედრაში. გადამწყვეტი ხვალინდელი დღე იქნება და სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა შეძლებს თუ არა მოედანზე გასვლას.

შეგახსენებთ, რომ დიბალამ დაზიანება არგენტინისა და ურუგვაის შეხვედრაში მიიღო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …