მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსის” ქალთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე “ვოლფსბურგი” დაამარცხა

“იუვენტუსის” ქალთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე “ვოლფსბურგი” დაამარცხა

ტურინის „იუვენტუსის“ ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, სადაც პირველად თამაშობს, შესანიშნავად ასპარეზობს და პლეი-ოფში გასვლისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა.

ტურინელებს სამ ტურში 4 ქულა ჰქონდათ, ისევე, როგორც გერმანულ „ვოლფსბურგს“ და ამ გუნდების დუელს, რომელიც გერმანიაში გაიმართა, ბევრი რამ უნდა გაერკვია.

იოზეფ მონტემუროს გუნდმა შესანიშნავი თამაში აჩვენა „ვოლფსბურგის“ წინააღმდეგ, რომელიც ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად განიხილება და 2:0 მოიგო.

პირველ ტაიმში „იუვეს“ საგოლე მომენტები ჰქონდა, მაგრამ გოლები მეორე ტაიმში გავიდა. ანგარიში 53-ე წუთზე ჰენდრიხის ავტოგოლით გაიხსნა, რომელმაც საკუთარი კარი კრისტიანა ჯირელის ჩაწოდების შემდეგ დალაშქრა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი შესანიშნავი კონტრშეტევა ანასტასია სკასკოვამ დააგვირგვინა, რომელსაც საგოლე პასი ბარბარა ბონანსეამ გაუკეთა.

ამრიგად, „იუვენტუსს“ ოთხ ტურში უკვე 7 ქულა აქვს და კონკურენტს „ვოლფსბურგს“ 3 ქულით გაასწრო. ტურინულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად ჟენევის „სერვეტი“ 3:0 დაამარცხა, შინ „ჩელსისთან“ 1:2 წააგო, ასევე შინ „ვოლფსბურგთან“ ფრე ითამაშა (2:2, ორივე მატჩი „ალიანც სთედიუმზე“ გაიმართა) და ახლა სტუმრად, გერმანულ გუნდს 2:0 აჯობა. “ბებერ ქალბატონს” 7 ქულა აქვს, თუმცა, მომდევნო ორ მატჩშიც მაქსიმუმისთვის ბრძოლა მოუწევს, რადგან “ვოლფსბურგს” 5 ქულა აქვს და ბრძოლას ჯერ არ ჩამოშორებულა.

„იუვენტუსის“ მომდევნო მეტოქე „ჩელსი“ იქნება, რომელსაც 8 დეკემბერს, სტუმრად დაუპირისპირდება.

„ვოლფსბურგი“ – „იუვენტუსი“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ჰენდრიხი (53, ა.გ), 0:2 სტასკოვა (90)

„იუვენტუსი“ (4-3-3): პეირო-მანინი; ლენცინი (ჰირინენი 84), გამა, სალვაი, ბოატინი; როზუჩი, პედერსენი, ჩერნოია (კარუზო 22); ბონანსეა, ჯირელი (სტასკოვა 70), ჰურტიგი (ბინფანტინი 84)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …