მთავარი / სიახლეები / ბერნარდესკის აგენტი რაიოლა აღარაა, ახალი აგენტის მიზანი “იუვესთან” მოლაპარაკებაა

ბერნარდესკის აგენტი რაიოლა აღარაა, ახალი აგენტის მიზანი “იუვესთან” მოლაპარაკებაა

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა ფედერიკო ბერნარდესკიმ საფეხბურთო აგენტი შეიცვალა. ინფორმაცია თავად ახალმა აგენტმა დაადასტურა.

ფეხბურთელმა მინო რაიოლასთან სამუშაო ურთიერთობა დაასრულა და კონტრაქტი ფედერიკო პასტორელოსთან გააფორმა.

“მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ფედერიკო ბერნარდესკიმ კონტრაქტი გააფორმა P&P Sport Management-თან! ეს უფრო ადრე უნდა მომხდარიყო, მაგრამ კარგ სიახლეს მოთმინება სჭირდება. კეთილი იყოს შენი ჩვენს გუნდში მოსვლა ფედერიკო”, – დაწერა აგენტმა ინსტაგრამზე.

იტალიური მედიის ცნობით, ახალი აგენტის პირველი მიზანი “იუვენტუსთან” კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებების დაწყება იქნება, რადგან ბერნარდესკის ხელშეკრულება “იუვესთან” 2022 წლის ზაფხულში იწურება.

აქვე გეტყვით, რომ აღნიშნულ ორგანიზაციის ყველაზე ძვირადღირებული კლიენტები რომელუ ლუკაკუ, არტური, ალექს მერეტი და დემარაი გრეი არიან.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …