მთავარი / სიახლეები / სერია A / დე ლიხტი: “კედელი ვარ? მე უბრალოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ და კარს ვიცავ”

დე ლიხტი: “კედელი ვარ? მე უბრალოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ და კარს ვიცავ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა „ატალანტასთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან გოლებთან ერთად, ის პაულო დიბალას უფრო მეტ სათამაშო სივრცეს უქმნის.

„კედელი ვარ? ჩემ საქმეს ვაკეთებ, კარს ვიცავ. ძალიან რთული მატჩი იყო, რადგან „ატალანტა“ ძალიან ძლიერი გუნდია. ვფიქრობ, რომ გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო საყურებელი თამაში იყო. ორი გუნდი გახლდათ მოედანზე, რომლებიც მოსაგებად ყველაფერს აკეთებდნენ, ორივეს ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდა. გამოვიდა ფრე, რომელიც ორივე გუნდს იმედგაცრუებულს ტოვებს, ორი ქულის დაკარგვის განცდით.

ბოგას დარტყმის შემდეგ ბურთს მკლავით არ შევხებივარ. ძალიან მშვიდად ვიყავი, რადგან ვიგრძენი ბურთი, სადაც მომხვდა და ეს ხელი არ იყო. ვლაჰოვიჩის მოსვლამ გუნდში ენთუზიაზმი მოიტანა? მისი დამატება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, არა მხოლოდ მისი თვისებების გამო, არამედ იმიტომაც, რომ ახლა დიბალას უფრო მეტი სივრცე აქვს სათამაშოდ. გუნდურად უკეთესად თამაშით, პაულო უფრო სასარგებლო იქნება. დუშანს ბევრი გოლის გატანა შეუძლია და ამას გარდა, ძალიან ეხმარება მთელ გუნდს.

მალინოვსკის გოლი? მასაც ვუთხარი, რომ 30 მეტრიდან ყოველთვის გატანა წარმოუდგენელია. იმედგაცრუებული ვარ, რადგან ჯარიმა მე ავიკიდე. ბურთზე თამაშს ვცდილობდი, მაგრამ ფეხშიც შევეხე. ვერ წარმოვიდგენდი, რომ იმ მანძილიდან გაიტანდა.

სკუდეტო? სიმართლე გითხრათ, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო. თამაშიდან თამაშამდე წინ მივდივართ. გუშინაც ვნახეთ, რომ „ნაპოლისა“ და „ინტერის“ შეხვედრა ფრედ დასრულდა, სატურნირო ცხრილზე და სხვა გუნდებზე ფიქრი ჩვენი დაბრკოლებაა. ჩვენ უბრალოდ ჩვენი თამაშების მოგებაზე უნდა ვიფიქროთ, მერე ვნახოთ, როგორ წავა საქმე.

მართლა 22 წლის ვარ (იღიმის). რა განსხვავებაა „აიაქსსა“ და „იუვენტუსს“ შორის? იქ კვირაში ხუთჯერ მართმევდნენ ინტერვიუს, აქ წელიწადში ერთხელ“, – თქვა დე ლიხტმა და საუბარი ხუმრობით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 46 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 18 თებერვალს, „ტორინოს“ უმასპინძლებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …