მთავარი / სიახლეები / ნედვედი: “უახლოეს კვირებში კონტრაქტის განახლებებზე ვიმუშავებთ”

ნედვედი: “უახლოეს კვირებში კონტრაქტის განახლებებზე ვიმუშავებთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა იტალიურ მედიასთან ალვარო მორატას, პაულო დიბალასა და დუშან ვლაჰოვიჩის შემტევ სამეულსა და ასევე კონტრაქტების განახლებაზე კომენტარი გააკეთა.

„თუ ალეგრიმ ხელახლა ამჯობინა მორატა, დიბალა, ვლაჰოვიჩის ტრიოთი თამაში, ეს ნიშნავს, რომ ძალიან კმაყოფილია და აფასებს სამივე ფეხბურთელის თავდადებას. მორატა გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია, ის თავს სწირავს და სამეულისთვის ფუნდამენტურია.

4-5 ფეხბურთელთან კონტრაქტები იწურება და ყველას დაველაპარაკებით. უახლოეს კვირებში ვიმუშავებთ არივაბენესთან ერთად პრობლემების გადასაჭრელად, მაგრამ ყველა მაქსიმალურად იხარჯება და კმაყოფილები ვართ, ისინი დიდი პროფესიონალები არიან“, – თქვა ნედვედმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …