მთავარი / სიახლეები / სერია A / დანილო: “იუვეში” ბედნიერება ვიპოვე”

დანილო: “იუვეში” ბედნიერება ვიპოვე”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ „ატალანტასთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ასეთი ბედნიერი არცერთ გუნდში არ ყოფილა, სადაც აქამდე უთამაშია.

„ბოლომდე ვიბრძოდით, ყველანაირად ვცდილობდით მოგებას, მაგრამ უშუალო კონკურენტთან ფრე, სტუმრად, დასაშვები და ნორმალურია. უნდა მოვუმატოთ, ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, ყოველთვის ახლოს ვიყავით მათ კართან და ვერ გავიტანეთ. გუნდი მაინც იზრდება და ასე უნდა გავაგრძელოთ.

„იუვეს“ ლოგოზე კოცნა გოლის შემდეგ? მთელ გუნდს ვუძღვნი ამ გოლს. ბოლო თვეებში ბევრი ცუდი რაღაც გამოვიარეთ, მაგრამ ჩუმად ვიყავით და ვიმუშავეთ. ამ გოლით ყველა უნდა დაფასდეს, იმის გამო, რასაც ვაკეთებთ. ეს გოლი ასევე ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ბევრი ვიმოგზაურე, სამ ქვეყანაში ვითამაშე, ვცდილობდი მეპოვა გუნდი, სადაც შევძლებდი ჩემი საქმის კეთებას, ვიქნებოდი ბედნიერი და ფეხბურთს ვითამაშებდი, რაც ბავშვობიდან მიყვარდა. „იუვეში“ ვიპოვე ეს ყველაფერი.

დიბალას პასი? მწვრთნელმა თქვა, რომ სამივე შემტევს შეუძლია ერთად თამაში, სანამ ყველანი ვირბენთ და ისინი შესანიშნავად თამაშობენ. პაულო ბოლომდე იბრძოდა, ვლაჰოვიჩს დემირალთან ომი ჰქონდა და ბევრი დუელი მოიგო. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს გზა, მშვიდად ვიმუშაოთ, ჩუმად ვიყოთ, ვაკეთოთ ის, რასაც მწვრთნელი გვთხოვს და სეზონის ბოლოს რამის მოგება ვცადოთ. რა თქმა უნდა, მადლობა დიბალას პასისთვის“, – თქვა დანილომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 46 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 18 თებერვალს, „ტორინოს“ უმასპინძლებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …