მთავარი / სიახლეები / ბუფონი: “იტალიაში მხოლოდ “იუვეში” ან “პარმაში” ვითამაშებ”

ბუფონი: “იტალიაში მხოლოდ “იუვეში” ან “პარმაში” ვითამაშებ”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელებაზე ფიქრობს. მან უკვე გამორიცხა აღმოსავლეთ ევროპაში თამაში. გარდა ამისა, თქვა, რომ იტალიაში მხოლოდ „იუვენტუსის“ ან „პარმას“ მაისურით ითამაშებს.

„ჯერ არ ვიცი სად ვიქნები მომდევნო წელს, მაგრამ ყველაფერი საზღვარგარეთ წასვლაზე მიმანიშნებს, რადგან პარიზში გატარებული პერიოდი შესანიშნავი იყო, გავმდიდრდი ფეხბურთისა და ადამიანური თვალსაზრისითმ თავს უკეთეს ადამიანად ვგრძნობდი.

თუ კარიერის გაგრძელება მინდა, უნდა ვეძები თავგადასავალი, რომელიც ჩემი ქვეყნის მიღმაა. ახალი ენის ცოდნა, ახალი კულტურის ცოდნა, ნებისმიერი სირთულეების დაძლევა, ეს ყველაფერი სიმშვიდეს მომანიჭებს. მე კარგად მაშინ ვარ, როდესაც ისეთ რამეს ვაკეთებ, რომელიც მაუმჯობესებს, როგორც არამარტო ფეხბურთელს, არამედ როგორც პიროვნებას.

ჩემს აგენტს ვუთხარი, რომ არ განიხილოს აღმოსავლეთ ევროპიდან წინადადებები, რადგან ეს ჩემს სურვილებში არ შედის. ამას ნამდვილად გამოვრიცხავ. „პარმა“? ჯერ უნდა გავარკვიო მინდა თუ არა თამაში. ვთქვი, რომ გადაწყვეტილების მისაღებად 20 დღე დამჭირდებოდა. რა თქმა უნდა, „იუვენტუსთან“ ერთად „პარმა“ ერთადერთი გუნდია, სადაც იტალიაში თამაში შემიძლია“, – თქვა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა „იუვენტუსში“ 2001 წლიდან დღემდე 685 მატჩი ჩაატარა და მას კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, რის შედეგადაც თავისუფალი აგენტი გახდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …