მთავარი / სიახლეები / სერია A / ოფიციალურად: ალეგრი “იუვენტუსში” დაბრუნდა

ოფიციალურად: ალეგრი “იუვენტუსში” დაბრუნდა

ტურინის “იუვენტუსს” ისევ მასიმილიანო ალეგრი გაწვრთნის. იტალიური კლუბის ვებგვერდის ცნობით, 53 წლის სპეციალისტი ორწლიანი პაუზის შემდეგ ტურინულ გრანდში დაბრუნდა.

მაქსს მადრიდის “რეალიც” იწვევდა, მაგრამ ესპანურ კლუბს უარი ორჯერ შეუთვალა. ალეგრი ანდრეა პირლოს შეცვალა, რომელმაც გუნდს 1 სეზონის შემდეგ დატოვა

პირლომ “იუვეს” იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი მოაგებინა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე და იტალიის ჩემპიონატში გუნდმა ნამდვილად წარუმატებელი სეზონი ჩაატარა, რაც ცვლილების საფუძველი გახდა.

მასიმილიანო ალეგრი კი “იუვენტუსში” ორწლიანი პაუზის მერე დაბრუნდა. მან 2014-2019 წლებში კლუბს 11 ტიტული მოაგებინა, გუნდიდან წასვლის შემდეგ კი ორი სეზონი უმუშევარი იყო.

 

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …