მთავარი / სიახლეები / ბონუჩი: “პირლომ მითხრა, რომ მისთვის უბრალოდ ანდრეა დამეძახებინა”

ბონუჩი: “პირლომ მითხრა, რომ მისთვის უბრალოდ ანდრეა დამეძახებინა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ, რომელიც იტალიის ნაკრების შეკრებაზეა, ანდრეა პირლოს გათავისუფლებსა და მასიმილიანო ალეგრის დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა.

ბონუჩიმ თქვა, რომ პირლოს დაურეკა, რადგან მისთვის პირველი სამწვრთნელო გამოცდილება იყო.

„მან მითხრა, რომ მისთვის ანდრეა დამეძახებინა და მისტერი აღარ. ვესაუბრე მას, რადგან მისი პირველი სეზონი იყო ამდენი სირთულეების ფონზე, მიუხედავად ამისა, დიდ მიზნებს მიაღწია. სხვა წლებთან შედარებით მხოლოდ სკუდეტო დააკლდა, მაგრამ ეს რთული იყო, როგორც გარე პირობების გამო, ისე მოკლე დროის გამო, რომელიც მას სამუშაოდ ჰქონდა. ახლა ვიფიქროთ, მომავალში რა იქნება, ალეგრი გუნდში დიდ გამოცდილებას მოიტანს და მოუთმენლად ველოდები თავიდან დაწყებას. სხვების მიერ მოგებული სკუდეტოს დანახვა რთული იყო, ამიტომ, უფრო მეტად დამუხტულები ვიქნებით“, – თქვა ბონუჩიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …