მთავარი / სიახლეები / ბერნარდესკი: “ნაკრებში ყოველთვის უკეთ იმიტომ ვთამაშობ, რომ ჩემს პოზიციაზე მათამაშებენ”

ბერნარდესკი: “ნაკრებში ყოველთვის უკეთ იმიტომ ვთამაშობ, რომ ჩემს პოზიციაზე მათამაშებენ”

იტალიის ნაკრებმა სან მარინოსთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა და 7:0 გაანადგურა. ფედერიკო ბერნარდესკიმ გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. რობერტო მანჩინიმ მატჩის შემდეგ დაადასტურა, რომ ბერნარდესკი ნაკრებში მუდმივად კარგად თამაშობს და ევროპის ჩემპიონატის განაცხადში აუცილებლად შეიყვანს.

კომენტარი თვითონ ბერნარდესკიმაც გააკეთა, რომელმაც მასიმილიანო ალეგრის დაბრუნების შესახებაც გააკეთა.

„ნაკრებში უკეთ ვთამაშობ? დიახ, რადგან აქ ვთამაშობ იმ პოზიციაზე, სადაც საუკეთესო თვისებების გამოვლენა შემიძლია, სიამოვნებას ვიღებ და გარისკვაც შემიძლია. ალეგრის დაბრუნება? ბედნიერი ვარ მისი დაბრუნების გამო და იმედი მაქვს, კიდევ ერთხელ შევძლებ მასთან მუშაობას. დიდებული მწვრთნელია, რომელმაც იცის როგორ მართოს დიდი ფეხბურთელები და უპირველეს ყოვლისა იცის გამარჯვება“, – თქვა ბერნარდესკიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …