მთავარი / სიახლეები / დე ლიხტი: “იუვეში” ისე ვარ, როგორც თევზი წყალში”

დე ლიხტი: “იუვეში” ისე ვარ, როგორც თევზი წყალში”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა, რომელიც ნიდერლანდების ნაკრების შეკრებაზეა, ESPN-ს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ „იუვეში“ ძალიან ბედნიერია.

„რთული სეზონი იყო, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. არასტაბილური სეზონი გვქონდა. სამი თვე მხრის ტრავმა მქონდა, შემდეგ დავბრუნდი და კოვიდით დავინფიცირდი. სამი კვირის წინ ვთქვი: თუ იტალიის თასს მოვიგებთ და ჩემპიონთა ლიგაზე გავალთ, შესანიშნავი იქნება. ეს გავაკეთეთ.

„იუვეში“ ძალიან ბედნიერი ვარ. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის შედეგები ცუდია, მოედანზე თავს კარგად ვგრძნობ. გუნდიდან გამიშვებენ? ბევრი კლუბია, რომელთაც ფინანსური კრიზისი აქვთ, მაგრამ ეს კლუბს უნდა ჰკითხოთ.

„ბარსელონა“ ჩემთვის მომდევნო იდეალური ნაბიჯია? არ ვიცი. ახლა ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. ჩემთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი.

ვაქცინა? მე არ გამიკეთებია ვაქციანა, ეს არ არის სავალდებულო. ვფიქრობ, სხეულზე უნდა იზრუნო. ინფექციის რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ვცდილობ, რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანთან მქონდეს კონტაქტი ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მიღმა“, – თქვა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, რომ მატიას დე ლიხტი „იუვენტუსში“ 2019 წლიდან თამაშობს და 75 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …