მთავარი / სიახლეები / ბრაიდა: “პიანიჩს “იუვეში” დაბრუნება უნდა, “სასუოლო” ლოკატელის ფასს არ დააკლებს”

ბრაიდა: “პიანიჩს “იუვეში” დაბრუნება უნდა, “სასუოლო” ლოკატელის ფასს არ დააკლებს”

ცნობილმა იტალიელმა მენეჯერმა არიედო ბრაიდამ, რომელიც ამჟამად „კრემონეზეს“ სპორტული დირექტორია, ხოლო თავის დროზე „მილანსა“ და „ბარსელონაში“ უმუშავია, Tuttosport-თან „იუვენტუსის“ სატრანსფერო სამიზნეებზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, მირალემ პიანიჩმა უთხრა, რომ „იუვეში“ დაბრუნება უნდა, ხოლო „სასუოლოსგან“ მანუელ ლოკატელის ფასზე ფასდაკლებას არ ელოდება და ამიტომ ტურინელები უნდა დათანხმდნენ ჯოვანი კარნევალის ფასს, ან ფეხბურთელს ვერ დაიმატებენ.

„პიანიჩს 3-4 დღის წინ ბარსელონაში შევხვდი, სადაც პირადი საკითხების გამო ვიყავი ჩასული. შემთხვევით „კამპ ნოუსთან“ შევხვდით და ვისაუბრეთ. მას „იუვენტუსში“ დაბრუნება სურს, რა თქმა უნდა, ალეგრი მირალემს უკეთესად იცნობს.

ლოკატელის გაჭიანურებული ტრანსფერი? უფრო ადვილი წარმოსადგენია, რომ კარნევალი რესტორანში დაგპატიჟებთ, ვიდრე ლოკატელის ფასს დააკლელბს. რონალდ? ზოგადად რთული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ ის „იუვენტუსში“ დარჩება. თუმცა, ისეთი დიდი ფეხბურთელების შემთხვევაში, როგორიც რონალდუა, შეიძლება ყველაფერი მოხდეს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე. ხარისხიან პროდუქტზე ყოველთვის არის მოთხოვნა, თუნდაც კრიზისის დროს.

კაიო ჟორჟე? მას დიდი პოტენციალი აქვს და თუ „იუვენტუსი“ შეიძენს, შესანიშნავი ტრანსფერი იქნება“, – თქვა ბრაიდამ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …