მთავარი / სიახლეები / ნედვედი: “გვინდა ლოკატელი დავიმატოთ და ჩვენი წინადადება კარგია”

ნედვედი: “გვინდა ლოკატელი დავიმატოთ და ჩვენი წინადადება კარგია”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, მათი შეთავაზება სამართლიანი და სჯერათ, რომ 23 წლის ნახევარმცველის დამატებას მოახერხებენ.

„ლოკატელი? ფეხბურთელის ტრანსფერზე ვმუშაობთ. „სასუოლოსთან“ ვისაუბრეთ, გვჯერა, რომ ჩვენი შეთავაზება შესაფერისია. ჩვენ გვინდა ლოკატელი და მას უნდა “იუვეში” თამაში. დარწმუნებული ვართ, რომ ეს წინადადება არის კარგი და სამართლიანი. გვჯერა და გვინდა, რომ ტრანსფერი წარმატებით დაიხუროს, ეს ნათელია“, – თქვა ნედვედმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „სასუოლოსთან“ მოლაპარაკებებს თვეზე მეტია აწარმოებს, მაგრამ მხარეებმა შეთანხმებას დღემდე ვერ მიაღწიეს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …