მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “შემადგენლობით კმაყოფილი ვარ და სეზონის ბოლომდე ის არ შეიცვლება”

ალეგრი: “შემადგენლობით კმაყოფილი ვარ და სეზონის ბოლომდე ის არ შეიცვლება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ბოლონიასთან“ (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა, იანვრის სატრანსფერო პერიოდში კი ახალი ფეხბურთელების დამატება პრაქტიკულად გამორიცხა.

„კარგად ვითამაშეთ, როგორც შემტევ, ისე დაცვით ფაზაში. ბოლო მატჩთან შედარებით მოედანზე სწორი მიდგომით გავედით, მიუხედავად იმისა, რომ ბურთის ფლობა არ გვქონდა. თუმცა, ვიტყოდი, რომ გუნდმა კარგად ითამაშა და გამარჯვება დამსახურებულად მოვიპოვებთ. უნდა მოვემზადოთ ორი რთული თვისთვის, რაც წინ გველოდება და უმნიშვნელოვანესი იქნება ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად. ჯერ კიდევ არის ასპექტები, რაშიც მოსამატებელი გვაქვს.

იანვრის სატრანსფერო ბაზარი? „იუვეს“ შემადგენლობა კარგია, საჭიროა ამ ფეხბურთელებთან მუშაობა, რომლებსაც შეუძლიათ თავდაჯერების და თვითშეფასების გაუმჯობესება. ივნისამდე ამ შემადგენლობით ვითამაშებთ. დღევანდელი გამარჯვება საშუალებას გვაძლევს მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში დავრჩეთ. ძალიან კმაყოფილი ვარ გუნდის შემადგენლობით, თუმცა თავიდანვე ვიცოდით ჩემპიონობისთვის და მეოთხე ადგილისთვის ბრძოლა რთული რომ იქნებოდა.

არტური „მეძალაა“ და „ბარსელონაში“ განსხვავებულად თამაშობდა. დღეს კარგად ითამაშა და ბურთსაც კარგად ფლობდა, იმიტომ შევცვალე, რომ დიდი ხნის უთამაშებელი იყო. მას ტექნიკური თვისებები აქვს, მხოლოდ გაუმჯობესება სჭირდება. წინ ახალი წელია, მაგრამ მანამდე „კალიარიზე“ უნდა ვიფიქროთ. სინათლე გვირაბის ბოლოს? მე ყოველთვის ვხედავდი“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ 18 ტურის შემდეგ 31 ქულა დააგროვა, მომდევნო ტურში კი 21 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე „კალიარის“ უმასპინძლებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …