მთავარი / სიახლეები / სერია A / ბონუჩი: “საკუთარ თავს უნდა ვუყუროთ და არა სხვებს”

ბონუჩი: “საკუთარ თავს უნდა ვუყუროთ და არა სხვებს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ლეონარდო ბონუჩიმ „ბოლონიასთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოიგეს.

„საკუთარ თავს უნდა ვუყუროთ და არა სხვებს, როცა ისე ვთამაშობთ, როგორც დღეს, თავგანწირვით, ტექნიკურად და ბევრს დავრბივართ, შედეგი მოდის. ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასეთი დამოკიდებულება ყოველთვის არ გვაქვს და სტაბილურობა გვჭირდება, გარდა ამისა, ცალკეულმა ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს, ნახეთ ბერნარდესკის პასი, მორატას გოლი და კინმა მარცხენა ფლანგზე ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა.

ამ მატჩებიდან უნდა ვისწავლოთ, ამ გამარჯვებამ უნდა გვასწავლოს. კვირის განმავლობაში კარგად ვიმუშავეთ და ეს გამოჩნდა. მორატა? მისთვის გოლი ჟანგბადია, გუნდი მასთანაა, ჩვენ ყველანი მასთან ვართ და ვეხმარებით, რომ საუკეთესო ფორმაში შევიდეს. ის ყოველთვის შესანიშნავად მუშაობს“, – თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ 18 ტურის შემდეგ 31 ქულა დააგროვა, მომდევნო ტურში კი 21 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე „კალიარის“ უმასპინძლებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …