მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “მიზნებზე საუბარს აზრი არ აქვს”

ალეგრი: “მიზნებზე საუბარს აზრი არ აქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ (1:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, გუნდმა ბოლო 15 წუთში ბევრი ინერვიულა და არ შეიძლება ასეთი მატჩების წაგება.

„თამაშის ბოლოს წესრიგი დავკარგეთ, მეორე გოლის გაშვება აბსოლუტურად არ იყო საჭირო. უფრო მკაფიოდ უნდა გვეთამაშა, არის მატჩები, რომელთა წაგება შეიძლება. კონკრეტული მეთოდით უნდა ვითამაშოთ და უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ. სკუდეტო? ახლა მიზნებზე საუბარს აზრი არ აქვს, ამ მომენტში მხოლოდ შეცდომებსა და თამაშის მართვაზე უნდა ვიმუშაოთ. სეზონი გრძელია, გოლის გატანის რამდენიმე მომენტი გვქონდა და თუ მას ვერ იყენებ, ყველაფერი რთულდება. ის, რაც ბოლო წუთებში მოხდა, აბსოლუტურად არ უნდა მომხდარიყო. ბოლო 15 წუთში ძალიან ვნერვიულობდით.

ჩვენ გაცილებით ნაკლები პრობლემა გვქონდა მილანში კვირას, როცა 0:1 ვმარცხდებოდით. მორატას ჰქონდა შანსები, სეზონის განმავლობაში ის გოლებს გაიტანს და დაგვეხმარება. „სასუოლომ“ კარგად ითამაშა სივრცეებში. მაკკენი ფიზიკურად ძლიერია, ისევე, როგორც ბენტანკური. თუ მატჩების მოგება არ შეუძლებელია, ისინი არ უნდა წავაგოთ, „იუვენტუსი“ 95-ე წუთზე გოლს არ უნდა უშვებდეს“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 10 ტურის შემდეგ მხოლოდ 15 ქულა აქვს და ლიდერ „მილანს“ უკვე 13 ქულით ჩამორჩება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …