მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვე” – “სასუოლო”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “სასუოლო”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეათე ტურში „სასუოლოს“ უმასპინძლა და სენსაციური მარცხი განიცადა (1:2). გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.

პერინი 6 – ფრატეზის გოლში უდანაშაულოა, მანამდე ბერარდის რთული დარტყმა მოიგერია, ბოლოს სასწაული ვერ მოახდინა.

დანილო 6 – „იუვე“ მის მხარეს არ ბრწყინავდა.

კულუშევსკი შ.გ – თამაშში ბოლოს ჩაერთო, მაგრამ ცუდად.

ბონუჩი 5 – ბევრი შეცდომა ჰქონდა და ბოლოს სულ სხვა ზონაში იყო.

დე ლიხტი 5 – ფრატეზის გოლის დროს არაზუსტი პოზიცია ჰქონდა.

დე შილიო შ.გ – მოედანზე ძალიან ცოტა დრო გაატარა, მაგრამ რაც ითამაშა ძალიან კარგად. რა სამწუხაროა, რომ დაშავდა.

ალექს სანდრო 5 – გაუხურებლად ჩაერთო, ფრატეზის გოლი ყველაზე მეტად მისი ბრალია.

კიეზა 6 – ეკალი, რომელიც ყოველთვის ცდილობდა რაღაც სახიფათოს შექმნას.

მაკკენი 5.5 – ცუდად თამაშობს, მაგრამ გაიტანა იმედის მომცემი გოლი, რომელიც ფრეს მაინც მოუტანდა გუნდს. მაგრამ ბოლოს, ვერც ბერარდი და ვერც მაქსიმ ლოპესი შეაჩერა.

ლოკატელი 6 – ნახევარდაცვაში მხოლოდ ის ცდილობდა თამაშის დალაგებას, მაგრამ როგორც ხდება, ერთი ფეხბურთელი საკმარისი არაა.

არტური შ.გ – მან ბოლო 10 წუთი ითამაშა.

რაბიო 4.5 – კოვიდის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ არაფერი ახალი მანამდე ჩატარებულ მატჩებთან შედარებით.

კუადრადო 5.5 – ცოტა ნერვული, მაგრამ მაინც ცდილობდა ცარიელი „იუვე“ გაეცოცხლებინა.

დიბალა 6.5 – მან ბურთი ძელს მოარტყა, ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს. შესანიშნავი სტანდარტი, რის შემდგომაც მაკკენიმ გაიტანა. ის ერთადერთია, ვისაც მოგების სჯეროდა.

მორატა 4.5 – ხშირად თამაშგარეში, ყოველთვის თამაშს მიღმა.

კაიო ჟორჟე 6 – მორატაზე ბევრად უკეთესი იყო.

ალეგრი 4.5 – ეს თამაში აუცილებლად მოსაგები იყო, მაგრამ ძალიან ცუდად წააგო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …