მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “გუნდმა ორი გოლის შემდეგ კარგი რეაქცია გამოავლინა”

ალეგრი: “გუნდმა ორი გოლის შემდეგ კარგი რეაქცია გამოავლინა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სალერნიტანასთან“ მატჩის (2:2) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მსაჯმა გოლი შეცდომით გააუქმა, მაგრამ გუნდის რეაქციით კმაყოფილი იყო.

„თქვენ ამბობთ, რომ საშინელი „იუვე“ იყო, მაგრამ საწყისი 20 წუთი ძალიან კარგად ვითამაშეთ, შემდეგ კი წინ გასვლის უფლება მივეცით. შეგვეძლო თამაშის შემოტრიალება, მაგრამ მერე პენალტიც ავიკიდეთ. ორი გაშვებული გოლის შემდეგ რეაქცია კარგი იყო.

მსაჯებთან არასდროს ვსაუბრობ. მსაჯები ცალკე უნდა დავტოვოთ, რადგან მთავარი მოქმედი პირები ფეხბურთელები არიან. სამწუხაროა, რომ გოლი არ ჩაგვითვალეს, რადგან მათ ვერ ნახეს კადრები, რომელშიც ჩანს კანდრევა, რომელიც კუთხურის დროს დროშასთან იყო, თან ბონუჩის იმავე მომენტში მაისური ტანზე შემოახიეს.

შეიძლება ანგარიშში ჩამორჩე, მაგრამ სათამაშო წესრიგი არ უნდა დაკარგო, იგივე დაგვემართა, როდესაც ვიგებთ და თამაშს ვწყვეტთ. ეს ზრდის საკითხია, გამოცდილების, ახალგაზრდები თამაშობენ და ამ თვისებებს ვერ იყიდი, უნდა გამოიმუშაო. ვწუხვართ დაკარგული ორი ქულის გამო, მაგრამ უნდა მოვუმატოთ, საჭიროა „ბენფიკასთან“ მატჩისთვის კარგად მოვემზადოთ და მე ოპტიმისტი ვარ, თავდაჯერებულიც“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 14 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „ბენფიკასთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …