მთავარი / სიახლეები / სერია A / ბონუჩი: “თამაშგარეში არ ვიყავი, რომც ვყოფილიყავი, მომენტზე გავლენა არ მომიხდენია”

ბონუჩი: “თამაშგარეში არ ვიყავი, რომც ვყოფილიყავი, მომენტზე გავლენა არ მომიხდენია”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „სალერნიტანასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა რომ თამაშგარეში არ იყო. გარდა ამისა, რომც ყოფილიყო, ეპიზოდზე გავლენა არ მოუხდენია.

„მე მაშინვე ვთხოვე ჩვენი სტაფის წევრებს გადიდებული სურათები ეჩვენებინათ, რადგან იქვე შევამჩნიე, რომ კანდრევა თამაშში მტოვებდა. როგორც ვთქვი, მე ეპიზოდზე გავლენა არ მომიხდენია, ეს იყო VAR-ის ნაჩქარევი გადაწყვეტილება, რომელიც არ დაეხმარა მსაჯს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

მიუხედავად ამ ეპოზოდისა, რომელმაც თამაში შეცვალა, ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რა გავაკეთეთ პირველი ტაიმის ბოლო 25 წუთში. „იუვენტუსი“ ასე არ უნდა თამაშობდეს. შესვენებაზე ერთმანეთს სახეში ვუყურებდით და ვთქვით, რომ ასე არ უნდა გვეთამაშა, ასეთები ვერ ვიქნებოდით. მეორე ტაიმში შევცვალეთ თამაშის სტილი და ამან მატჩის ინერცია შეცვალა.

როდესაც ამ მაისურს ატარებ, სტაბილური უნდა იყო, ბოლო წლებში ეს გვაკლია. ბევრი რაღაც შეიცვალა, მაგრამ ალიბი არ უნდა ვეძებოთ. ზოგიერთ მატჩში რაღაც გვაკლია. ნებისმიერი ფეხბურთელით, ნებისმიერი ტაქტიკით შეიძლება ვითამაშოთ, მაგრამ თუ რაღაცით მეტს არ გავიღებთ, ვერ მოვიგებთ“, – თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 14 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „ბენფიკასთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …