მთავარი / სიახლეები / სერია A / კარესა: “VAR-ის ყველაზე აშკარა შეცდომაა”

კარესა: “VAR-ის ყველაზე აშკარა შეცდომაა”

ტურინის „იუვენტუსისთვის“ უსამართლოდ გაუქმებულ გოლს ცნობილი იტალიელი კომენტატორი ფაბიო კარესა გამოეხმაურა.

როგორც მან თქვა, ეს VAR-ის ხანაში ყველაზე აშკარა და წარმოუდგენელი შეცდომაა.

„წარმოუდგენელი კადრებია, რადგან ჩანს, რომ კანდრევამ ბონუჩი თამაშში ნახევარი მეტრით დატოვა. ჩვენთან VAR-ი იდეალური არ არის, მაგრამ აქ საუბარი გვაქვს 50 სანტიმეტრზე. ეს ნიშნავს, რომ ვიდეორეფერის ხანაში ყველაზე დაუჯერებელი შეცდომაა“, – თქვა კარესამ.

შეგახსენებთ, რომ არკადიუშ მილიკის გოლი შეცდომით გაუქმდა, თუმცა, პოლონელი ფეხბურთელი გააძევეს მაისურის გახდისთვის და „მონცასთან“ მატჩს გამოტოვებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …