მთავარი / სიახლეები / სერია A / ვეტერანი მსაჯი: “თამაშგარე რომც ყოფილიყო, ბონუჩი მეკარეს ხელს არ უშლიდა”

ვეტერანი მსაჯი: “თამაშგარე რომც ყოფილიყო, ბონუჩი მეკარეს ხელს არ უშლიდა”

ვეტერანმა იტალიელმა მსაჯმა მაურო ბერგონციმ „სალერნიტანასთან“ არკადიუშ მილიკის გატანილ გოლზე ისაუბრა და თქვა, რომ მსაჯი აშკარად შეცდომა.

ბერგონცი ფიქრობს, რომ თამაშგარე რომც ყოფილიყო, ლეონარდო ბონუჩს მომენტზე გავლენა არ მოუხდენია და მეკარეს ხელს არ უშლიდა.

„მილიკის გოლი აბსოლუტურად სუფთა იყო, ამას მოწმობს სამსაჯო რეგულაციებიც. ბონუჩი მეკარეს ხელს არ უშლის, გოლი უნდა ჩათვლილიყო. შემდგომ ასევე გამოჩნდა რამდენიმე სურათი, სადაც ჩანს, რომ კანდრევა კართან უფრო ახლოსაა. ასეთ სიტუაციაში პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს შეცდომის დაშვება. ამიტომ ახლა სამსაჯო კომიტეტის განცხადებას ველოდები“, – თქვა ბერგონციმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …