ტურინის „იუვენტუსმა“ სეზონის ბოლო შეხვედრა ფლორენციაში „ფიორენტინასთან“ ჩაატარა და 0:2 დამარცხდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
პერინი 6 – გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა, დანკანის დიაგონალური დარტყმა კი აუღებელი იყო.
პინსოლიო 6.5 – ბოლო ტურში მისი ჯერი დადგა და მხოლოდ პენალტის ნიშნულიდან დაჯაბნეს.
დე ლიხტი 6 – ბონავენტურას გოლისგან გუნდი იხსნა, სამკაციან დაცვაში ითამაშა, რაც შეიძლება მომდევნო სეზონისთვის მინიშნება იყოს.
ბონუჩი 5.5 – მისთვის სეზონი აკიდებული პენალტით დასრულდა.
კიელინი 6 – „ბიანკონერიში“ ბოლო მატჩში (561-ე) თავის დაზიანება რომ არ მიეღო, არ შეიძლებოდა.
რუგანი 6 – თავისი საქმე გააკეთა.
ბერნარდესკი 5 – „ლაციოსთან“ კარგი იყო, „ფიორენტინასთან“ – ცუდი. ამ 5 წელში მას კვალი არ დაუტოვებია და კლუბს არ ექნება მის მიმართ სინანული, თუნდაც მომდევნო გუნდში კარგად ათამაშდეს.
აკე 6 – შეტევა ვერ გააქტიურა, მაგრამ არც უწვალია.
მირეტი 5.5 – ამჯერად გაუჭირდა, „ფიორენტინას“ ნახევარდაცვა იკბინებოდა.
მაკკენი შ.გ – თებერვლის შემდეგ პირველად ითამაშა.
ლოკატელი 6 – სეზონის ბოლო თამაში კარგად ჩაატარა, მაგრამ მომდევნო სეზონში მასაც მოუწევს მომატება.
რაბიო 5.5 – ბევრი რამ არასწორად გააკეთა.
ალექს სანდრო 6 – როდესაც „ფიორენტინა“ მისი ზონიდან უტევდა, თავს კარგად იცავდა, მაგრამ ის სტაბილურად ვერ თამაშობს.
დიბალა 5.5 – ცდილობს გაბრწყინებას, მაგრამ რამდენიმე სტერილურ განათებას ვერ გასცდა.
კინი 5 – მოტივაცია წესით არ უნდა აკლდეს, მაგრამ ამჯერადაც დაკარგული იყო. მიიღო ყვითელი ბარათი და მომდევნო სეზონის პირველ თამაშს გამოტოვებს.
ვლაჰოვიჩი შ.გ – მან ბოლო 15 წუთი ითამაშა.
ალეგრი 5 – ყველაფერი გასაგებია – დამშვიდობებები და დანაკლისი, ფეხბურთელები ფორმისგან შორს და მოტივაციის გარეშე, მაგრამ სეზონის დასრულება კარში დარტყმის გარეშე უბრალოდ კარგი არ არის.