მთავარი / სიახლეები / კიელინი კარიერას არ ასრულებს და MLS-ში ითამაშებს

კიელინი კარიერას არ ასრულებს და MLS-ში ითამაშებს

ჯორჯო კიელინიმ „იუვენტუსი“ დატოვა, მაგრამ კარიერას არ ასრულებს. იტალიური მედიის ცნობით, 37 წლის ფეხბურთელი კარიერას ამერიკაში გააგრძელებს.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ კიელინი MLS-ის ბინადარ „ლოს ანჯელესში“ გადავა და მოსალოდნელია, რომ ინფორმაცია ოფიციალურად მომდევნო კვირაში დადასტურდება.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინიმ „იუვეს“ რიგებში 2005-2022 წლებში 561 მატჩი ჩაატარა და კლუბის ისტორიაში ამ შედეგით მესამე ადგილზეა, მხოლოდ ალესანდრო დელ პიეროსა (705) და ჯანლუიჯი ბუფონს (685) ჩამორჩება. ჯორჯომ ამ პერიოდში 36 გოლი გაიტანა და 25 საგოლე პასი გააკეთა.

კიელინიმ კონკრეტულად სერია A-ში 429 თამაში ჩაატარა (აქედან 38 „ფიორენტინას“ მაისურით), 27 გოლი გაიტანა და 23 საგოლე პასი გააკეთა. ვეტერანი მცველი 1 ივნისს, იტალიის ნაკრებსაც დაემშვიდობება, რომლის მაისურს ბოლოჯერ არგენტინასთან შეხვედრაში მოირგებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …