მთავარი / სიახლეები / ძამბროტა: “იუვენტუსს” პირლოსთვის მეტი დრო უნდა მიეცა”

ძამბროტა: “იუვენტუსს” პირლოსთვის მეტი დრო უნდა მიეცა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანლუკა ძამბროტამ „ბებერი ქალბატონის“ სეზონის შეაფასა. ის ფიქრობს, რომ კლუბს ანდრეა პირლოსთვის მეტი დრო უნდა მიეცა.

„რა თქმა უნდა, ეს „იუვესთვის“ საკადრისი სეზონი არ ყოფილა, ეს ბუნებრივია, რადგან ვიცნობთ „იუვეს“ და ყოველწელს რაღაც უნდა მოიგოს. „იუვემ“, როგორც ყველა დიდმა გუნდმა ყოველთვის რაღაცისთვის უნდა იბრძოლოს და თუ სეზონის ბოლოს ვერაფერს იგებ, ყველაფერი რთულდება.

მე სხვა შემთხვევებშიც ვთქვი, რომ ჩემი აზრით, „იუვენტუსს“ პირლოსთვის უფრო მეტი დრო უნდა მიეცა, ამაში დარწმუნებული ვარ. ცხადია, ალეგრიმ „იუვეს“ ისტორია დაწერა და ეს ყველამ ვიცით, ის კარგად იცნობს ფეხბურთს, შესანიშნავი მწვრთნელია, მაგრამ სირთულეები ჰქონდა. ცხადია, ეს არ იყო „იუვესთვის“ საკადრისი სეზონი“, – თქვა ძამბროტამ.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუკა ძამბროტა „იუვენტუსში“ 1999-2006 წლებში თამაშობდა და 296 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …