მთავარი / სიახლეები / “ფიორენტინა” “იუვეში” ტრანსფერამდე ვლაჰოვიჩის “რეალში” გაყიდვას ცდილობდა

“ფიორენტინა” “იუვეში” ტრანსფერამდე ვლაჰოვიჩის “რეალში” გაყიდვას ცდილობდა

ფლორენციის „ფიორენტინამ“ დუშან ვლაჰოვიჩი „იუვენტუსში“ ტრანსფერამდე მადრიდის „რეალს“ შესთავაზა. ამის შესახებ Cadena Ser-ი იტყობინება.

წყაროს თანახმად, „იების“ პრეზიდენტმა როკო კომისომ იცოდა, რომ „რეალს“ უფრო მეტი ფულის გადახდა შეეძლო, ვიდრე „იუვე“ სთავაზობდა, ამიტომაც, სცადა, რომ ესპანურ გრანდთან მოლაპარაკებები დაეწყო. თუმცა, „ფიორენტინას“ პრეზიდენტის გეგმამ არ იმუშავა.

როგორც ირკვევა, „რეალმა“ უარი თქვა 22 წლის სერბი ფორვარდის შეძენაზე, რადგან ზაფხულსა და კილიან მბაპეს ტრანსფერს ელოდებიან, რომელსაც პსჟ-სთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

შეგახსენებთ, რომ დუშან ვლაჰოვიჩი საბოლოოდ „იუვენტუსში“ 75 მილიონ ევროდ გადავიდა და სადებიუტო მატჩშივე, „ვერონასთან“ გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …