მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “იტალიის თასი ჩვენი მიზანია და გვინდა, მოვიგოთ”

ალეგრი: “იტალიის თასი ჩვენი მიზანია და გვინდა, მოვიგოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ იტალიის თასის მეოთხედფინალში „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ამ ტურნირის მოგება მისი გუნდის მიზანია.

„იტალიის თასი ჩვენი ერთ-ერთი მიზანია და გვინდა მოვიგოთ. ხვალ ძალიან გაბრაზებულ გუნდს შეხვდებით, რადგან ბოლო მატჩი 0:4 წააგო. კარგად ვართ, კიელინი ვერ ითამაშებს და ბერნარდესკი, რომელიც პარასკევს დაგვიბრუნდება. ბონუჩი ძირითად შემადგენლობაში. კვირას მოპოვებული გამარჯვების ეიფორიამ გაგვიარა. ენთუზიაზმი კარგია, მაგრამ ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს. ჩვენი მიზანია სეზონი ოთხეულში დავასრულოთ და რაც შეიძლება შორს წავიდეთ ჩემპიონთა ლიგასა და იტალიის თასზე. თუ გინდათ თქვენ იოცნებეთ, მაგრამ მე ეს არ მომწონს. ამ მომენტში სამი გუნდი ჩვენგან ძალიან შორს არის, თანაც, „ინტერი“ პოტენციურად 11 ქულით გვისწრებს. ჩვენ უკან ვართ და ჩვენ „ატალანტასთან“ სეზონის ბოლომდე ბრძოლა მოგვიწევს.

მორატასა და დიბალას შორის ერთ-ერთი შეიძლება ძირითადში არ იყოს და კაიო ჟორჟე ძირითადში იყოს. მატჩის მიმდინარეობისას შეცვლები მნიშვნელოვანი იქნება და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მატჩი შეიძლება 120 წუთი გაგრძელდეს.

კარში პერინი იქნება, დანარჩენი ჯერ არ ვიცი, გარდა ბონუჩისა, რომელიც ასევე პირველივე წუთიდან ითამაშებს. ზაკარია კარგადაა, მან ზურგში დარტყმა მიიღო, უნდა გადავწყვიტო, ითამაშებს თუ არა პირველივე წუთიდან.

კაიო ჟორჟე? მისით ძალიან კმაყოფილი ვარ, ის ერთგულია, კარგად მუშაობს. მას შეეძლო იჯარით სხვა გუნდში თამაში, მათ შორის „სასუოლოში“ წასვლა, მაგრამ აქ დარჩენა ამჯობინა. ხვალ ის ითამაშებს, მაგრამ ვნახოთ ეს პირველივე წუთიდან მოხდება თუ შეცვლაზე. „იუვეში“ მისით ყველანი კმაყოფილები ვართ.

„ვერონასთან“ რთული მატჩი იყო, უამრავი ინდივიდუალური დუელით და „ატალანტასთანაც“ ასე იქნება. კინს შეუძლია სამკაციან შეტევაში თამაში, ფლანგზე. უბრალოდ კომპაქტურები უნდა ვიყოთ. სეზონის ბოლო ოთხ თვეში ყველა გუნდის სამსახურში უნდა ვიყოთ.

სარის განცხადება, რომ იტალიის თასი სპორტული პრინციპების საწინააღმდეგო ტურნირია? პატივს ვცემ მაურიციოს, რომელიც შესანიშნავი მწვრთნელია, თუმცა ეს ჩემი საქმე არაა. როცა მატჩი სათამაშოა, მივდივარ და ვთამაშობ. მხოლოდ თამაშზე ვფიქრობ.

„ატალანტაზე“ ჯერ არ ვფიქრობთ, ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რომ მთავარი ყოველთვის მომდევნო მატჩია, უახლოესი. ხვალ მოედანზე საუკეთესო შემადგენლობა გავა, მერე კი „ატალანტაზე“ ვიფიქრებთ.

კუადრადო? მას შეუძლია დაცვაში თამაში, ხუთკაციან ნახევარდაში და გარემარბადაც. ის ჩვენი ბალანსის მთავარი ფიგურაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხვალ მოედანზე იქნება. აი, კიდევ ერთი ფეხბურთელი გითხარით, ვინც ძირითადში იქნება, მაგრამ სხვებზე ნუ მკითხავთ, რადგან ჯერ მე თვითონაც არ ვიცი.

მორატა მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომელმაც ოთხი თვე კარიდან ზურგით ითამაშა, რაც მისი პლუსი არ არის. ის დამანგრეველია ღია სივრცეებში, იგივე ეხება რაბიოსაც, ის ფიზიკურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, რომელმაც „ვერონასთან“ ძალიან კარგად ითამაშა. არტური? ისიც იზრდება, კვირას კარგი მატჩი ჩაატარა“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „სასუოლოს“ მატჩი 10 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …