მთავარი / სიახლეები / მარსიალი: “ჩემი დამატება “იუვენტუსს” უნდოდა, მაგრამ “სევილია” ავირჩიე”

მარსიალი: “ჩემი დამატება “იუვენტუსს” უნდოდა, მაგრამ “სევილია” ავირჩიე”

ფრანგმა ფეხბურთელმა ენტონი მარსიალმა განაცხადა, რომ იანვრის სატრანსფერო პერიოდში “იუვენტუსი” იყო მისით დაინტერესებული. თუმცა, როგორც თვითონ თქვა, “სევილიაში” გადასვლა არჩია, რადგან ესპანურ გუნდში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება.

„ბარსელონა“ ჩემს აგენტებს იანვარში ესაუბრა, „იუვენტუსსაც“ სურდა ჩემი გადაბირება და ორივე გუნდის მხრიდან მცდელობა იყო, ეს მართალია. თუმცა, ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის „სევილია“ იყო. აქ მაქვს შანსი გავხდე სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი, რეგულარულად ვითამაშო, როგორც მინდოდა“, – თქვა ფრანგმა თავდამსხმელმა.

შეგახსენებთ, რომ მარსიალს “იუვენტუსს” აქტიურად უკავშირებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …