მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” დე შილიოს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

“იუვენტუსი” დე შილიოს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

ტურინის „იუვენტუსი“ მატია დე შილიოს სავარაუდოდ კონტრაქტის გაუხანგრძლივებს. იტალიური მედიის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა და 29 წლის ფეხბურთელის აგენტი მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

დე შილიოს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და საუბარია მის 2025 წლამდე განახლებაზე. იტალიელი ამ სეზონში საკმაოდ კარგად თამაშობს, რამაც ხელშეკრულების გაგრძელება დღის წესრიგში დააყენა.

შეგახსენებთ, რომ მატია დე შილიო „იუვენტუსის“ რიგებში 2017 წლიდან თამაშობს და 78 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, თუმცა, გასული სეზონი მან იჯარით ფრანგულ „ლიონში“ გაატარა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …