მთავარი / სიახლეები / სერია A / სერია A-ს დირექტორი: “იუვეზე” ქულების დაკლების საკითხი უნდა გადაიხედოს”

სერია A-ს დირექტორი: “იუვეზე” ქულების დაკლების საკითხი უნდა გადაიხედოს”

იტალიის სერია A-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლუიჯი დე სიერვომ „იუვენტუსისთვის“ დაკლებული 15 ქულის შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ეს გადაწყვეტილება უნდა გადაიხედოს.

„იუვენტუსისთვის“ ქულები სეზონის მიმდინარეობისას არ უნდა დაეკლოთ, ამან ჩემპიონატზე გავლენა მოახდინა. ჯერჯერობით, მხოლოდ დანაშაულის ჰიპოთეზაა. იმედი მაქვს, რომ ეს სასჯელი გადაიხედება, რადგან ასიმეტრიულია, როგორც ევროპულ, ისევე იტალიურ დონეზე“, – თქვა დე სიერვომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 15 ქულა დაახლოებით ერთი თვის წინ დააკლეს.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …