მთავარი / სიახლეები / მორიგი იმედგაცრუება: მხოლოდ ფრე “ნანტთან”

მორიგი იმედგაცრუება: მხოლოდ ფრე “ნანტთან”

“იუვენტუსი” ევროპა ლიგაზე ჩაერთო, სადაც პლეი-ოფში მერვედფინალის საგზურისთვის იბრძვის, მაგრამ მასიმილიანო ალეგრის გუნდს ძალიან გაუჭირდება შემდეგ ეტაპზე გასვლა.

ტურინული გრანდი წყვილში აშკარა ფავორიტი იყო, მაგრამ ახლა შეიძლება ითქვას, რომ ასე აღარ არის. ტურინში ფრანგულმა გუნდმა ფრე ითამაშა და საპასუხო მატჩის წინ ჩინებული შანსი გაიჩინა, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეს.

„იუვე“ სწრაფად დაწინაურდა დუშან ვლაჰოვიჩის გოლით, რაც ანხელ დი მარიას დიდებული მოქმედების ნაყოფი იყო. მერეც მასპინძლებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ ბევრი მომენტი ვერ გამოიყენეს, მეორე ტაიმის შუაწელს კი ფრანგების კონტრშეტევა გაეპარათ და ანგარიში გათანაბრდა. სხვათა შორის, „ნანტმა“ კარში ერთადერთხელ დაარტყა და გოლი გაიტანა. მატჩის ბოლო წუთზე „იუვე“ პენალტს ითხოვდა, არცთუ უსაფუძვლოდ: ცარიელ კარში მიმავალი ბურთი „ნანტის“ მცველს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა VAR-ზე გადაამოწმა მომენტი და შეტევაში ჯარიმა დააფიქსირა. შედეგად, 1:1 და „ნანტი“ საპასუხო მატჩის წინ გაცილებით კარგ ვითარებაშია, ვიდრე ტურინული გუნდი.

ალეგრის გუნდის პრობლემები აშკარაა, მაგრამ ამ შეხვედრაში არგამართლების ფაქტორიც იყო: უამრავი განიავებული მომენტი, ორჯერ შეზანზარებული ხარიხა, ერთხელ ძელი, ხოლო ფრანგებმა კარში ერთადერთი დარტყმით გაიტანეს. ნებისმიერ შემთხვევაში ფრე 1:1 და ყველაფერი საპასუხო მატჩში გადაწყდება, რომელიც ერთ კვირაში გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …