ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 24-ე ტურში „ვერონა“ დუშან ვლაჰოვიჩისა და დენის ზაკარიას გოლებით 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩის შემდეგ დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და დეტალებს.
9 – გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული, „იუვენტუსი“ არის გუნდი, რომელმაც ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატში ყველაზე მეტჯერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა: 13 მატჩიდან 9-ჯერ.
2 – „იუვეს“ ისტორიაში მხოლოდ მეორე მოხდა, რომ ერთ მატჩში გოლი ორმა ისეთმა ფეხბურთელმა გაიტანა, რომელთაც დებიუტი ჰქონდათ. ვლაჰოვიჩი-ზაკარიამდე, იგივე 2011 წლის 11 სექტემბერს, სტეფან ლიხშტაინერმა და არტურო ვიდალმა გააკეთეს „პარმასთან“ მატჩში.
2 – მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკის (24) აქვს უფრო მეტი გატანილი გოლი ტოპლიგებში მიმდინარე სეზონში, ვიდრე დუშან ვლაჰოვიჩს (18).
3 – 2010 წლის შემდეგ დუშან ვლაჰოვიჩი მესამე თავდამსხმელი გახდა, რომელმაც „იუვენტუსში“ სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა – კარლოს ტევესისა (2013) და გონსალო იგუაინის (2016) შემდეგ.
3 – ალვარო მორატამ და პაულო დიბალამ მესამედ მოახერხეს ერთ მატჩში ორივემ საგოლე პასის გაკეთება. მანამდე ეს მოხდა 2015 წლის ნოემბერში „პალერმოსთან“ და 2016 წლის მაისში „სამპდორიასთან“.
Juventus.Ge ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი