მთავარი / სიახლეები / სერია A / კიელინი უახლოეს მატჩებს გამოტოვებს

კიელინი უახლოეს მატჩებს გამოტოვებს

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი დაშავდა. 37 წლის ფეხბურთელმა ტრავმა „ვერონასთან“ მატჩში მიიღო და 75-ე წუთზე მოედანი დატოვა.

იტალიური მედიის ცნობით, ჯორჯო იტალიის თასზე „სასუოლოსთან“ და სერია A-ს მომდევნო ტურში „ატალანტასთან“ ნამდვილად ვერ ითამაშებს. გარდა ამისა, არსებობს შიში, რომ კიელინი გამოჯანმრთელებას ვერც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისთვის მოასწრებს, როცა „იუვე“ „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება.

მიმდინარე სეზონში ჯორჯო კიელინიმ ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …