მთავარი / სიახლეები / სერია A / ტუდორი: “იუვეში” ახალი ენერგია იგრძნობა”

ტუდორი: “იუვეში” ახალი ენერგია იგრძნობა”

“ვერონას” მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა “იუვენტუსთან” მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს განსხვავებული გუნდია, იმასთან შედარებით, რომელსაც პირველ წრეში 2:1 მოუგეს.

“კარგი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ ერთი ქულის მოპოვებისთვის საკმარისი არ იყო. “იუვენტუსი” ახლა კარგ ფორმაშია.  მათი გოლები ჩვენს შეცდომებს მოჰყვა. “იუვე” ძალიან კონცენტრირებული და მყარი იყო უკანა ხაზში.

რა განსხვავებაა ამ “იუვესა” და პირველი წრის “იუვეს” შორის? განსხვავება ის არის, ახლა აქვს დიდი ენერგია და ორი ახალი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ჰყავს. ვლაჰოვიჩი ასევე გაძლევს ხასიათს, ის მართლაც მნიშვნელოვანი მოთამაშეა”, – თქვა ტუდორმა.

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსი” მომდევნო მატჩს 10 თებერვალს, იტალიის თასის მეოთხედფინალში საკუთარ მოედანზე “სასუოლოსთან” ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …