ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში 770 გოლის გატანა მოახერხა და ლეგენდარულ პელეს გადაუსწრო. პორტუგალიელმა სოციალურ ქსელში ამ ფაქტთან დაკავშირებით ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.
„ბოლო რამდენიმე კვირა სავსე იყო ახალი ამბებით და სტატისტიკით, რომლებმაც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირად მიმიჩნიეს და პელეს 757 გოლზე წინ დამაყენეს. მიუხედავად იმისა, რომ მადლობელი ვარ ამ აღიარებისთვის, ახლა დროა ავხსნა თუ რატომ არ ვცნობდი ამ რეკორდს აქამდე.
ჩემი მარადიული და უპირობო აღტაცებამ ედსონ არანტეს დო ნასიმენტოსადმი, ასევე პატივისცემამ, რომელიც მეოცე საუკუნის შუა წლების ფეხბურთისადმი მაქვს, მიბიძგა გამეთვალისწინებინა 767 გოლი – „სან პაულუს“ შტატის გუნდში 9 გოლი და 1 გოლი ბრაზილიის სამხედრო გუნდში, როგორც ოფიციალური გოლები. სამყარო შეიცვალა და ფეხბურთიც შეიცვალა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია ისტორიის წაშლა ჩვენი ინტერესების შესაბამისად. დღეს, როდესაც ჩემს პროფესიონალურ კარიერაში 770 გოლს ოფიციალურად მივაღწიე, ჩემი სიტყვები პირდაპირ პელეს ეხება. მსოფლიოში არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც არ გაზრდილა მასზე ისტორიების მოსმენით, მისი გოლებისა და წარმატებების შესახებ და არც მე ვარ გამონაკლისი. ამიტომაც, მე სიხარულით და სიამაყით ვივსები, როდესაც ვაცნობიერებ, რომ პელეს რეკორდი დავახმე და მსოფლიოს სათავეში ვარ, რაზეც ვერასდროს ვიოცნებებდი, როდესაც მადეირაში ვიზრდებოდი.
მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად მონაწილეობა მიიღო ამ საოცარ მოგზაურობაში. ჩემს თანაგუნდელებს, მოწინააღმდეგეებს, ლამაზი თამაშის გულშემატკივრებს და უპირველეს ყოვლისა ჩემს ოჯახს და ახლო მეგობრებს. მერწმუნეთ, თქვენს გარეშე ვერ შევძლებდი. ახლა მოუთმენლად ველოდები შემდეგ თამაშებს გამოწვევებს! შემდეგ რეკორდებს და ტიტულებს. დამიჯერეთ, ეს ამბავი ჯერ კიდევ შორსაა დასასრულისგან. მომავალი არის ხვალ და ჯერ კიდევ ბევრია მოსაგები „იუვენტუსთან“ და პორტუგალიის ნაკრებთან ერთად“, – დაწერა რონალდუმ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს 770 გოლიდან 95 (122 მატჩში) „იუვენტუსის“ მაისურით აქვს გატანილი.